მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი
9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 15:36|bm.ge

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ სექტორი მზარდია და 2026 წლის 9 თვეში მოზიდული პრემია უკვე უტოლდება 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.

დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო ბაზრის ზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს:

"საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. ცხრა თვის მაჩვენებლით, [მოზიდული პრემიის] 15%-იანი წლიური ზრდა გვაქვს და არის 1 მილიარდ 260 მილიონი ლარის ფარგლებში, რაც 2024 წლის ჯამური მაჩვენებლის ტოლია. წელს, საპროგნოზო მაჩვენებლით 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს გადაცდება.

უნდა ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სადაზღვევო ბაზარი პრაქტიკულად გაორმაგდა. 2017 წელს ჩვენი სადაზღვევო ბაზარი დაახლოებით 440 მილიონი ლარის იყო და 2025 წელს, ანუ 10 წელზე ნაკლებ პერიოდში, უკვე ბაზარი იყო 1 მილიარდ 420 მილიონი, ანუ 10 წელიწადში ბაზარი მილიარდით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. თუმცა აქ კიდევ არის საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი უფრო მზარდი იყოს. იგივე ჯანდაცვა, ქონების, ავტომობილების და სხვა მიმართულებით მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული დაზღვევაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათი ფინანსური ზარალების დაცვისგან, რომ გარკვეული შემთხვევების დადგომის შემთხვევაში მათ აუნაზღაურდებათ ზარალი", - აღნიშნა მან.

ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ინფლაცია სადაზღვევო პროდუქტებზეც აისახება.

"ფასები შესაბამისად იზრდება ინფლაციასთან მიმართებით, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანია თვითონ არ არის ვთქვათ ჯანდაცვაში და ჯანმრთელობის პროდუქტს ის აკონტრაქტებს სხვადასხვა სამედიცინო უწყებებთან და იქ ფასები რაც არის, თავისთავად იმ ფასების მიხედვით მოქმედებს. თვითონ სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის მარჟა, მართალი გითხრათ, არ არის მაღალი ჯანდაცვის სფეროში. გარკვეული მონიტორინგი ჩვენც გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტროს თავისთავად აქვს მონიტორინგი ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდასთან დაკავშირებით",- ამბობს დავით ონოფრიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

BM.GE

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

BM.GE

საქართველომ უზბეკეთთან ხელი 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა - რას მოიცავს დოკუმენტი

საქართველომ უზბეკეთთან ხელი 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა - რას მოიცავს დოკუმენტი

BM.GE

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

BM.GE