მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტოდაზღვევას ავტომატურად შეეხო" | რატომ ძვირდება დაზღვევა?
"ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტოდაზღვევას ავტომატურად შეეხო" | რატომ ძვირდება დაზღვევა?

"ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტოდაზღვევას ავტომატურად შეეხო" | რატომ ძვირდება დაზღვევა?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 15:01|bm.ge

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობპროდუქტების გაძვირებას გავლენა აქვს ავტოდაზღვევის ფასებზეც.

როგორც BMG‑სთან „არდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, საწვავის კომპონენტი ავტონაწილების ფასებზე პირდაპირ აისახება, რასაც საბოლოოდ გავლენა აქვს პოლისების ფასებზეც.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ბოლო პერიოდში ბაზარზე ავტოდაზღვევის გაძვირება გამოიწვია, ივნისში თბილისში მოსული ძლიერი სეტყვა იყო, რაც კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე ნეგატიურად აისახა.

„არდიში“ ამბობენ, რომ მათ კომპანიაში ავტოდაზღვევის პოლისები საშუალოდ 5%-ითაა გაძვირებული, თუმცა სექტორში ამ სეგმენტში ფასების უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება.

“ავტოდაზღვევას ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა ავტომატურად შეეხო, რადგან საწვავის კომპონენტი ბევრი ტიპის პროდუქტში შედის, მათ შორის პლასტმასებში, სათადარიგო ნაწილებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს აისახა. მეორე მომენტი იყო ის, რომ ივნისში მოსულმა ძალიან დიდმა სეტყვამ გამოიწვია ბევრი სადაზღვევო კომპანიის ზოგადად ბაზრის შედეგების გაუარესება და აქედან გამომდინარე, აშკარად იგრძნობა, რომ ავტომობილების ფასები ბაზარზე გაიზარდა.

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში მცირე გაძვირება გავაკეთეთ, სადღაც 5%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენს არსებულ ტარიფებთან მიმართებით, რაც საკმაოდ ეფექტური გაძვირებაა. ჯერჯერობით მეტ გაძვირებას ამ ეტაპზე არ ვპროგნოზირებთ, დაველოდოთ რა იქნება შედეგები. ჯერჯერობით, აქაც სტაბილურად ვართ, თუმცა ინდუსტრიაში ბევრად მკვეთრ მატებებსაც ვაკვირდებით”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატი

BM.GE

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა | საქსტატი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა | საქსტატი

BM.GE

მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

BM.GE

საქართველომ 4 500 ტონა დაფნის ფოთლის ექსპორტით ₾18.2 მილიონის შემოსავალი მიიღო | სამინისტრო

საქართველომ 4 500 ტონა დაფნის ფოთლის ექსპორტით ₾18.2 მილიონის შემოსავალი მიიღო | სამინისტრო

BM.GE