მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NBA-ის ახალი გუნდები შესაძლოა რეკორდულად ძვირი გახდეს
NBA-ის ახალი გუნდები შესაძლოა რეკორდულად ძვირი გახდეს

NBA-ის ახალი გუნდები შესაძლოა რეკორდულად ძვირი გახდეს

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 05:00|bm.ge

NBA-ის გაფართოების პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა. ლიგა ახალ გუნდებს ლას-ვეგასსა და სიეტლში განიხილავს, ხოლო მთავარი ყურადღება ფრენჩაიზების სავარაუდო ღირებულებაზეა.

NBA თითოეული ახალი გუნდისგან დაახლოებით $7-დან $10 მილიარდამდე საფასურის მიღებას ელოდება. ამ ორ ქალაქს შორის კი ლას-ვეგასის გუნდი, სავარაუდოდ, უფრო ძვირი იქნება, მისმა ღირებულებამ შესაძლოა $9 მილიარდს მიაღწიოს ან გადააჭარბოს კიდეც.

ეს თანხა მხოლოდ ფრენჩაიზის შესაძენად საჭირო გადასახადია და არ მოიცავს შესაძლო დამატებით მილიარდებს, რომლებიც ახალ მფლობელს საკუთარი არენის მშენებლობაში დასჭირდება.

სიეტლის გუნდის ფასი, სავარაუდოდ, შედარებით დაბალი იქნება. შედარებისთვის, ახლახან Portland Trail Blazers $4.25 მილიარდად გაიყიდა, ხოლო სიეტლი როგორც მედია ბაზრის, ისე მოსახლეობის ზომით პორტლენდზე უფრო დიდი ბაზარია.

ლას-ვეგასის ფრენჩაიზისთვის რამდენიმე გავლენიანი საინვესტიციო ჯგუფი იბრძვის, რაც კონკურენციას და შესაბამისად ფასსაც ზრდის. NBA-ის კომისარი ადამ სილვერი აცხადებს, რომ ლიგას გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2026 წლის ბოლომდე სურს, ხოლო ახალი გუნდების დებიუტის სავარაუდო პერიოდად 2028-29 წლების სეზონი სახელდება.

თუ ლას-ვეგასის ფრენჩაიზის ფასი მართლაც $9 მილიარდს ან მეტს მიაღწევს, NBA-ის გაფართოება პროფესიულ სპორტში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფრენჩაიზულ გარიგებად იქცევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE