
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, დაკარგულია 2400-ზე მეტი ადამიანი
BM.GE|bm.ge
ნეპალში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. როგორც ნეპალის ოფიციალური უწყებები იტყობინებიან, დაკარგულია 2400-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 250-მდეა. მაშველებმა უკვე 8000-ზე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
სტიქიის ზონაში დაახლოებით 20 000 მაშველი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. თუმცა, პროცესს ნალექი ართულებს. გაეროს განცხადებით, ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გართულებულია.
ცნობისთვის, სტიქია ოთხშაბათს მოხდა, როდესაც მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია ღვარცოფი, რომელმაც ჰიმალაის მთების მდინარეთა სისტემებში კლდეების, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების დიდი მასა ჩაიტანა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge