
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
BM.GE|bm.ge
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვა ეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ს, სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge