მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი - ბათუმში GREMO 2026 ჩატარდა
NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი - ბათუმში GREMO 2026 ჩატარდა

NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი - ბათუმში GREMO 2026 ჩატარდა

BM.GE16 ივნისი, 2026, 19:30|bm.ge

ბათუმმა GREMO 2026-ს უმასპინძლა. სექტორული კონფერენცია BMG-ისა და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია PROSPECT-ის ორგანიზებით სასტუმრო COURTYARD BY MERRIOTT-ში ჩატარდა. კონფერენციის წარმდგენი სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ იყო.

წლევანდელი GREMO 2026-ის მთავარი თემა საქართველოში მაღალი კლასის კურორტებისა და თანამედროვე დეველოპმენტის შექმნა იყო, რის ფარგლებშიც მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება აჭარისა და მთლიანად საქართველოს ზღვისპირეთის პრემიუმ ტურისტულ მიმართულებად გარდაქმნის პერსპექტივებზე, მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვის სტრატეგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებისა და წარმატებული კურორტების განვითარების მოდელებზე გაამახვილეს.

ღონისძიების ფარგლებში „თიბისი კაპიტალმა“ დამსწრე აუდიტორიას აჭარის უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შესახებ წარუდგინა კვლევა, საერთაშორისო სანაპირო ქალაქების გამოცდილებასა და განვითარების სტანდარტებზე პრეზენტაცია კი Cushman & Wakefield Veritas -მა გამართა.

უკვე მეშვიდედ ჩატარებულმა ღონისძიებამ 150-მდე სტუმარს მოუყარა თავი, რომელსაც ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო სპიკერებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო Aimbridge Hospitality-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი არმინ ებერჰარდი და მუსტაფა აი - ურბანული დაგეგმარების უფროსი სპეციალისტი კომპანია ARUP GROUP-დან.

ARUP GROUP დამსწრე აუდიტორიას ჭკვიანი ქალაქების განვითარების კონცეფციაზე, Aimbridge Hospitality კი კურორტების განვითარებაში საერთაშორისო კომპანიების როლზე და კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიუმ კლასის კურორტების განვითარებაში საინჟინრო სისტემების როლზე იაუბრეს "ბაუმერის" წარმომადგენლებმა.

საქართველოში გამართული კონფერენციების ფარგლებში გაიმართა HARD Talk, სადაც წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიების ხელმძღვანელებმა აჭარის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საჯაროდ პირველად ისაუბრეს.

რაც შეეხება პანელს, დისკუსია პრემიუმ კლასის კურორტებისა და პროექტების შექმნის კომპონენტებს მიეძღვნა. პანელისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მაღალი კლასის კურორტებისა და თანამედროვე დეველოპერული პროექტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ჯილდო „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ წელს გადაეცათ:

შერატონ ბათუმს

ბათუმის კუნძულზე მშენებარე Tonino Lamborghini თაუერს,

გონიოში მიმდინარე Eagle Hills და მზიური დეველოპმენტის პროექტებს.

ხოლო „ხალხის რჩეული კომპანიის“ ჯილდო Alliance Group-მა დაიმსახურა.

ღონისძიების გენერალური სპონსორები „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ „იელთი ჯგუფი,“ „მზიური დეველოპმენტი,“ „ბაუმერი,“ „იტონგ კავკასუსი“ და „საქკაბელი“ იყვნენ

GREMO 2026-ის სპონსორი კი „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“, Symbol Development და „კონსოლ ჰოლდინგი.“

გრემოს უცვლელი მხარდამჭერი იყო „თიბისი კაპიტალი,“ მასთან ერთად „Cushman & Wakefield Veritas,“კომპანია „მაქსთერმი,“ „კნაუფი“ და „კერხერი.“

GREMO საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2021 წელს უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ შეიქმნა.

2024 წლიდან კონფერენცია BMG-სთან კოლაბორაციით, გადაცემის „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქოლგის ქვეშ იმართება.

კონფერენციის მიზანი კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საცალო ვაჭრობის ქსელები გადასახადებს გვიზრდიან - ლაშა რიჟამაძე

საცალო ვაჭრობის ქსელები გადასახადებს გვიზრდიან - ლაშა რიჟამაძე

BM.GE

General Motors-ი Lockheed Martin-თან თავდაცვის სფეროში პარტნიორობას განიხილავს

General Motors-ი Lockheed Martin-თან თავდაცვის სფეროში პარტნიორობას განიხილავს

BM.GE

ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს, მისთვის გაუგებარია რას ედავება გამოძიება - "ფერაძის სქემისთვის" დაკავებულის ადვოკატი

ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს, მისთვის გაუგებარია რას ედავება გამოძიება - "ფერაძის სქემისთვის" დაკავებულის ადვოკატი

BM.GE

1995 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 1%-მდე გაზარდა

1995 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 1%-მდე გაზარდა

BM.GE