მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საცალო ვაჭრობის ქსელები გადასახადებს გვიზრდიან - ლაშა რიჟამაძე
საცალო ვაჭრობის ქსელები გადასახადებს გვიზრდიან - ლაშა რიჟამაძე

საცალო ვაჭრობის ქსელები გადასახადებს გვიზრდიან - ლაშა რიჟამაძე

BM.GE16 ივნისი, 2026, 20:14|bm.ge

„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მხრიდან, გადასახადების ზრდაზე საუბრობს. ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ხელშეკრულებების განახლების პროცესში, ქსელები ხშირად პირობებს ამძიმებენ, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

„ვგულისხმობ იმ დაწესებული გადასახადების ზრდას, რაც პირობითად შარშან იყო შეთანხმებული ძველი ხელშეკრულებით. თუკი, ადგილობრივი მწარმოებლისთვის ან სადისტრიბუციო კომპანიისთვის ქსელური მარკეტის მიერ დაწესებული გადასახადი იზრდება, რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ ფასში ისახება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მთელი რიგი მზარდი გამოწვევები გვაქვს - იქნება ეს სადისტრიბუციო მანქანებისთვის მზარდი ჯარიმები, ჯარიმებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ინვესტიციები, ელექტროენერგიის ტარიფი და ასე შემდეგ. ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, საბოლოოდ, წნეხად და ტვირთად აწვებათ დისტრიბუტორებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მხრიდან ამ ეტაპზე არსებული გადასახადები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ, უკვე გვაქვს - გარკვეულმა ქსელებმა მოითხოვეს არსებული გადასახადების გაზრდა და ეს თავის მხრივ, ნეგატიურად ისახება ფასში მომხმარებლისთვის“ - აცხადებს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.

„რითეილ ასოციცია“ კი, უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელებმა გადასახადები და ე.წ. ქეშბექ მარჟები გაზარდეს.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი გადასახადები რითეილ სექტორის მხრიდან არ გაზრდილა. პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თავად დისტრიბუტორებს ჰქონდათ მოთხოვნები პროდუქციის გაძვირებაზე, რაც ამ ეტაპზე შეჩერებულია,“ - ამბობს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა - დავით პაპიაშვილის განმარტება

ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა - დავით პაპიაშვილის განმარტება

BM.GE

4 თვეში პესტიციდები 19%-ით გაძვირდა, ექსპორტზე კი 33%-ით უფრო ძვირად გავყიდეთ - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

4 თვეში პესტიციდები 19%-ით გაძვირდა, ექსპორტზე კი 33%-ით უფრო ძვირად გავყიდეთ - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

BM.GE

ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - ნიკოლოზ სამხარაძე

ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - ნიკოლოზ სამხარაძე

BM.GE

ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა

ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა

BM.GE