მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიდერლანდურ ტელეარხზე საქართველოს შესახებ გადაცემა მომზადდა - როგორია ამ ქვეყნიდან ტურიზმის სტატისტიკა?
ნიდერლანდურ ტელეარხზე საქართველოს შესახებ გადაცემა მომზადდა - როგორია ამ ქვეყნიდან ტურიზმის სტატისტიკა?

ნიდერლანდურ ტელეარხზე საქართველოს შესახებ გადაცემა მომზადდა - როგორია ამ ქვეყნიდან ტურიზმის სტატისტიკა?

BM.GE17 ივლისი, 2026, 18:50|bm.ge

ევროპულ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდებში ახალი კამპანია განახორციელა. უწყების ინფორმაციით, ნიდერლანდურმა ტელეარხმა RTL 4-მა, საქართველოში საელჩოსთან თანამშრომლობით, ქვეყნის შესახებ ვრცელი გადაცემა „Let’s Visit Georgia“ მოამზადა.

პროექტის ფარგლებში, ტელეარხის ეთერით საზოგადოებას საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქართული კულტურა, სამზარეულო და ღვინო გააცნეს.

ამასთან, RTL 4-თან ერთად, მომზადებული გადაცემა და 7 სარეკლამო ვიდეორგოლი ნიდერლანდებში პოპულარულ ონლაინპლატფორმა Videoland-სა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, დამატებითი ჩვენებების გათვალისწინებით, პროექტს ჯამურად მილიონამდე მაყურებელი იხილავს.

გადაცემის მომზადება ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში მოხდა. ნიდერლანდელი მედიის წარმომადგენლები გადაღებებს რამდენიმე ლოკაციაზე - თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში აწარმოებდნენ.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი მედიაკამპანიები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ზრდას და საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.

როგორია ნიდერლანდებიდან ტურიზმის სტატისტიკა?

საქსტატის ტურიზმის სტატისტიკის პორტალის თანახმად, ნიდერლანდებიდან საქართველოს რეკორდული რაოდენობის, 22 908 ტურისტი 2019 წელს ეწვია. მას შემდეგ მსგავსი შედეგი აღარ დაფიქსირებულა, თუმცა პანდემიური 2020 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით, საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ტემპი შეინიშნება:

წელი ვიზიტების ჯამური რაოდენობა 2020 2,192 2021 4,250 2022 11,379 2023 14,801 2024 18,759 2025 20,087

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტის მიღება გადაავადა - რას ეწინააღმდეგებიან საბერძნეთი, ბულგარეთი და ავსტრია?

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტის მიღება გადაავადა - რას ეწინააღმდეგებიან საბერძნეთი, ბულგარეთი და ავსტრია?

BM.GE

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები ერთ კვირაში?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები ერთ კვირაში?

BM.GE

უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა საჯარო უნივერსიტეტებს ფინანსურ დანაკლისს შეუქმნის - ქეთი ცოტნიაშვილი

უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა საჯარო უნივერსიტეტებს ფინანსურ დანაკლისს შეუქმნის - ქეთი ცოტნიაშვილი

BM.GE

ზარალების რეგულირების გლობალური ბრენდი McLarens-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა - Be Group-ის გეგმები

ზარალების რეგულირების გლობალური ბრენდი McLarens-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა - Be Group-ის გეგმები

BM.GE