მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიკა ლომია 10 სტუდენტს დააფინანსებს | ბიზნესმენი კავკასიის უნივერსიტეტის "ცოდნის ელჩების" პროგრამას შეუერთდა
ნიკა ლომია 10 სტუდენტს დააფინანსებს | ბიზნესმენი კავკასიის უნივერსიტეტის "ცოდნის ელჩების" პროგრამას შეუერთდა

ნიკა ლომია 10 სტუდენტს დააფინანსებს | ბიზნესმენი კავკასიის უნივერსიტეტის "ცოდნის ელჩების" პროგრამას შეუერთდა

BM.GE15 მაისი, 2026, 14:54|bm.ge

IT კომპანია Spribe-ის თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის „ცოდნის ელჩების“ პროგრამას შეუერთდა და აფხაზეთში სკოლა დამთავრებულ 10 სტუდენტს დააფინანსებს.

საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების პროგრამა „ცოდნის ელჩების“ მიზანი, აფხაზეთში სკოლა დამთავრებული სტუდენტებისთვის განათლებისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნაა.

როგორც BMG-ის კავკასიის უნივერსიტეტში განუცხადეს, ნიკა ლომია „ცოდნის ელჩების“ პროგრამის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერია და მისი ჩართულობა აფხაზეთში სკოლა დამთავრებული ახალგაზრდებისთვის განათლების გზაზე რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, „პროგრამა „ცოდნის ელჩები“ ეფუძნება პარტნიორობის მოდელს - „ერთი პარტნიორი ერთი სტუდენტი“ და მისი მთავარი იდეაა, ბიზნესის ან ინდივიდუალური მხარდამჭერის ჩართულობით, სტუდენტს მიეცეს არა მხოლოდ სწავლის დაფინანსების, არამედ მენტორობის, კარიერული განვითარების და პროფესიულ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

„ნიკა ლომიას მხარდაჭერა აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა გადაწყვეტილებამ განათლების გზაზე არა ერთი, არამედ ათი ახალგაზრდა გააძლიეროს. „ცოდნის ელჩები“ ითვალისწინებს სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსებას, პროფესიულ მენტორობას, კარიერულ შეხვედრებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს პარტნიორ კომპანიებში.

პროგრამა ქმნის ხიდს განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის ახალგაზრდისთვის, რომელსაც სჭირდება შესაძლებლობა და პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია ამ შესაძლებლობის შექმნა“, - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს პროგრამის განვითარებას და პარტნიორთა წრის გაფართოებას, რათა მომავალში უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს განათლების, მენტორობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE