
ნიმბიმ წინანდლის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართული ღვინის საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა
წინანდლის მამულმა ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ასოციაციის, Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილეც აღინიშნა.
ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები და სომელიეები ესწრებოდნენ, მთავარი ყურადღება ქართული ღვინის უნიკალურ მრავალფეროვნებასა და საფერავის გლობალურ პოტენციალს დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი სწორედ ნიმბის საფერავს ერგო — ღვინოს, რომლის მთავარი მეღვინეც ცნობილი იტალიელი ენოლოგი რიკარდო კოტარელაა. ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის მიზნისკენ, ახლებურად წარმოაჩინოს ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე.
„ნიმბის შექმნის მთავარი იდეა 8000-წლიანი ქართული ტრადიციის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტზე აყვანა იყო. Grand Jury du Vin-ის მსგავსი ავტორიტეტული ჟიურის შეფასება და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული ტერუარისა და საერთაშორისო გამოცდილების სინთეზი სწორი გზაა“, — აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი ბაჩო ბუღდიაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge