მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"
ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

BM.GE14 ივლისი, 2026, 19:20|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის (ღვინო) ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა განისაზღვროს.

ამის შესახებ BMG-ის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ღვინის სააგენტოდან მოგვწერეს. შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენს გადახდევინებენ “მცირე მარნებს”.

საქმე ის არის, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ნიშანდების სისტემა, რომელიც სავალდებულო 2027 წლიდან ხდება, მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ მცირე მარნებისთვის, ნიშანდების საფასური, სავარაუდოდ, დაანონსებულ 10 თეთრზე ნაკლები იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ახალი რეგულაციის მიზანი წარმოებული ღვინის სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფა, ფალსიფიკაციასთან ეფექტური ბრძოლა და შეუსაბამობების აღმოფხვრაა.

“პროდუქციის ნიშანდებამ უნდა უზრუნველყოს წარმოებული ღვინის სრული მიკვლევადობა და ხელი შეუწყოს ფალსიფიკაციასთან და შეუსაბამობებთან ბრძოლას.

კანონის თანახმად, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ამ ცვლილებასთან.

სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასური უნდა განისაზღვროს 2027 წლის 1 თებერვლამდე. შესაბამისად, ნიშანდების სისტემის ადმინისტრირებისა და საფასურის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით”, - მოგვწერეს ღვინის სააგენტოდან.

დავით სონღულაშვილის უწყების კალკულაციით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება [სავარაუდო ღირებულება იქნება 0.10 ლარი ერთ ბოთლზე ] ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალს 14-15 მილიონი ლარის გაზრდის, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების დასაბუთებაში არ იყო განსაზღვრული, რას მოხმარდება აღნიშნული თანხა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?

BM.GE

15 ივლისის ღონისძიებების ანონსი

15 ივლისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება, გამოწვევებს არც ფასთან მიმართებაში ველოდებით - ლევან სილაგავა

საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება, გამოწვევებს არც ფასთან მიმართებაში ველოდებით - ლევან სილაგავა

BM.GE

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE