მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეფერხებულია ავიაფრენები
ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეფერხებულია ავიაფრენები

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეფერხებულია ავიაფრენები

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 17:22|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებლები მძლავრ შტორმს „ნორისტერს“ ებრძვიან. ძლიერმა ქარმა და წვიმამ რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა და წყალდიდობა გამოიწვია.

ნიუ-იორკის საბინაო უწყების ცნობით, შაბათს, ბრუკლინში, ძლიერი ქარის გამო წაქცეული ხის დაცემის შედეგად მათი ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ფრენების მონიტორინგის სერვის FlightAware-ის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 21:50 საათისთვის რეგიონში 425-ზე მეტი ავიაფრენა გაუქმდა, ხოლო 3 016-ზე მეტი რეისი გადაიდო.

შტორმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა 73 000-მდე ოჯახსა და ბიზნესს, თუმცა დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 119 000-საც აღწევდა. რეგიონში გაუქმდა მასობრივი ღონისძიებებიც, მათ შორის მუსიკოს ედ შირანის პარასკევსა და შაბათს მასაჩუსეტსის შტატში დაგეგმილი კონცერტები.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წამყვანი სინოპტიკოსის, ბობ ორავეკის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ შტორმი უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და მას თან ახლავს ძლიერი ქარი, მაღალი ტალღები და უხვი ნალექი.

შტორმის გაუარესებამდე, პარასკევს, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორებმა იმ ოლქებში, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებას ელოდნენ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE