მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიუ-იორკში ქართული "Toné Cafe" NYT-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა
ნიუ-იორკში ქართული "Toné Cafe" NYT-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა

ნიუ-იორკში ქართული "Toné Cafe" NYT-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა

BM.GE14 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

ნიუ-იორკში, ბრუკლინში მოქმედი ქართული კაფე-რესტორანი "Toné Cafe" გამოცემა New York Times-ის 100 საუკეთესო რესტორანს შორის დასახელდა.

NYT-ის ცნობით, მათი ყოველწლიური რეიტინგი აერთიანებს რესტორნებს, რომლებიც დღეს ნიუ-იორკის კვების ინდუსტრიის სახეს ქმნიან. სია ქალაქის ხუთივე რაიონს, უთვალავ სამზარეულოსა და ყველა სახის გამოცდილებას მოიცავს - მიუხედავად იმისა, იაფიანი ტაკო გსურთ ქუინსში (Queens), მყუდრო საპასტე - ბრუკლინში (Brooklyn) თუ მანჰეტენის (Manhattan) მდიდრული და ძვირად ღირებული მენიუს დაგემოვნება.

"ჩვენთვის დიდი პატივი და უდიდესი სიხარულია, რომ ტონე კაფე დასახელდა The New York Times-ის 2026 წლის ნიუ-იორკის 100 საუკეთესო რესტორანს შორის.

ეს აღიარება ჩვენთვის მხოლოდ ერთი რესტორნის წარმატება არ არის. ეს არის ქართული სამზარეულოს, ქართული სტუმართმოყვარეობისა და იმ ულამაზესი კულტურის აღიარება, რომელსაც სიამაყით ვუზიარებთ ნიუ-იორკს.

ყოველი კერძი, რომელსაც ვამზადებთ, ატარებს ჩვენი სახლის, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი გულის ნაწილს.

მადლობა ჩვენს ერთგულ სტუმრებს, ჩვენს დაუღალავ გუნდს, ქართულ საზოგადოებას და ყველას, ვინც თავიდანვე მხარში გვედგა. ეს წარმატება თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის.

ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ნამდვილი ქართული კერძების მიწოდებას სითბოთი, სიამაყითა და პატივისცემით", - ამბობს კობა ბოგდანოვი, "თონე-კაფეს" მფლობელი.

სარეიტინგო სიის შესადგენად გამოცემა NYT-ის მთავარმა კრიტიკოსმა, ლიგაია მიშანმა ქალაქი თავიდან ბოლომდე შემოიარა. მან გაითვალისწინა „წარმოსახვა, ატმოსფერო, მომსახურება, ტექნიკა, ვნება, ერთგულება და უბრალოდ, გემო - მაგრამ ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - "ნიუ-იორკულობა"

"ეს არ არის მხოლოდ ქალაქის ყველაზე მაღალრეიტინგული რესტორნების სია... შეიძლება აღფრთოვანებული იყო ოთხვარსკვლავიანი რესტორნით, მაგრამ აღმერთებდე ორვარსკვლავიანს, მისი ნაკლოვანებების მიუხედავად (და შესაძლოა, სწორედ ამის გამოც). გადატვირთული (ინტიმური!) სასადილო დარბაზი (ან მისი არარსებობა), კანოესავით ვიწრო სამზარეულოს გამბედაობა, ველური ამბიცია, რომელიც ყოველთვის ვერ აღწევს მიზანს, მაგრამ მაინც ამაღელვებლად ეხება შესაძლებლობების ზღვარს", - განაცხადა ლიგაია მიშანმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

BM.GE

Alibaba-ს EBITDA 84%-ით შემცირდა

Alibaba-ს EBITDA 84%-ით შემცირდა

BM.GE

მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

მაინერმა $1.5 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა და სტრატეგიულ პრიორიტეტად AI განსაზღვრა

BM.GE

"პროგრამების ეფექტიანობა უფრო მაღალია, ვიდრე საგადასახადო დანახარჯების" - გაუქმდება თუ არა აგროსექტორში შეღავათები?

"პროგრამების ეფექტიანობა უფრო მაღალია, ვიდრე საგადასახადო დანახარჯების" - გაუქმდება თუ არა აგროსექტორში შეღავათები?

BM.GE