მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიუ იორკში TRIPP-ის განხორციელების შესახებ ღონისძიება გაიმართება, სადაც ახალი ფონდის შესახებ გამოცხადდება
ნიუ იორკში TRIPP-ის განხორციელების შესახებ ღონისძიება გაიმართება, სადაც ახალი ფონდის შესახებ გამოცხადდება

ნიუ იორკში TRIPP-ის განხორციელების შესახებ ღონისძიება გაიმართება, სადაც ახალი ფონდის შესახებ გამოცხადდება

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 19:56|bm.ge

დღეს ამერიკის ოფიციალური პირები „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ღონისძიება კონცენტრირებული იქნება იმ ინსტიტუციურ და ფინანსურ მექანიზმებზე, რომლებიც აუცილებელია TRIPP-ის პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადასაყვანად.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებას დაესწრებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მშვიდობის საკითხებში სტივ უიტკოფი, სენატორი სტივ დეინსი, ასევე 40-ზე მეტი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლების ცნობით, ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ დააკავშირებს TRIPP-ი ევროპას ცენტრალურ აზიასთან. ამასთან, შეამცირებს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ტერიტორიაზე ტრანზიტზე დამოკიდებულებას.

შეხვედრაზე ასევე წარადგენენ ტრანსკასპიურ მეწარმეობის ფონდს (Trans-Caspian Enterprise Fund), რომელიც, ოფიციალური პირების განცხადებით, TRIPP-ში ინვესტიციებს განახორციელებს.

2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი მარშრუტისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE