ორიგინალი
ნოემბერში საწვავი 5-12 თეთრით გაიაფდა | რა ფასად შეიძენთ ბენზინს და დიზელს გასამართ სადგურებზე
BM.GE·09:00

ნოემბერში საწვავი 5-12 თეთრით გაიაფდა | რა ფასად შეიძენთ ბენზინს და დიზელს გასამართ სადგურებზე

26 ნოემბერი, 2026 · 09:00

მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, საქართველოში საწვავი იაფდება. ნოემბერში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასმა ძირითადად 5-12 თეთრით იკლო.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვებისა და იმის დადგენის საშუალებას გვაძლევს, რომელ ქსელში როდის და რამდენით შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 21 ნოემბერს გაიაფდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში მიმდინარე თვეში ფასები კლების კუთხით 3-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად ოქტომბერში ბენზინი - ჯამში 10 თეთრით, დიზელი კი 12 თეთრით გაიაფდა. სადღეისოდ Gulf-ის სადგურებზე საწვავის ფასები ასეთია:

• G-Force სუპერი - ₾4.59; კლება - 10 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾4.29; კლება - 10 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.99; კლება - 10 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.93, კლება - 12 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.87, კლება - 12 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2-ჯერ დაკორექტირდა. ბოლოს ფასები 25 ნოემბერს შეიცვალა და ბენზინის ღირებულება - 6-7 თეთრით, ხოლო დიზელის 5-8 თეთრით შემცირდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• A1 სუპერი 100 - ₾4.77, კლება - 5 თეთრი; • ეკო სუპერი - ₾4.62; კლება - 6 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾4.32; კლება - 6 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.95, კლება - 12 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.90, კლება - 8 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾4.02; კლება - 6 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.87, კლება - 6 თეთრი;

Connect-ის ქსელში საწვავი ფასი ნოემბერში ერთხელ დააკორექტირეს. ჯამში ამ თვეში ბენზინის და დიზელი ღირებულება 5 თეთრით შემცირდა.

სადღეისოდ ამ ქსელში ბენზინსა და დიზელს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾4.30; კლება - 5 თეთრი; • პრემიუმი - ₾4.10; კლება - 5 თეთრი; • რეგულარი - ₾3.90; კლება - 5 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.85, კლება - 5 თეთრი; • დიზელი - ₾4.75, კლება - 5 თეთრი;

ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად, Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს.

Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინისა და დიზელის შეძენა დღეისათვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ (იქვე მოყვანილია შედარება ოქტომბრის ფასებთან):

• Super – ₾4.29; კლება - 10 თეთრი; • Premium - ₾4.14; კლება - 5 თეთრი; • Euro Regular - ₾3.89; კლება - 5 თეთრი; • Euro Diesel - ₾4.89; კლება - 5 თეთრი; • Effect Diesel - ₾4.79; კლება - 5 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი დღეისათვის შემდეგია:

• ნანო სუპერი - ₾4.65; • ნანო პრემიუმი - ₾4.37; • ნანო ევრო რეგულარი - ₾4.06; • ევრო 5 დიზელი - ₾4.90; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96;

Rompetrol-ში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.65; • Efix ევრო პრემიუმი - ₾4.35; • ევრო რეგულარი - ₾4.04; • Efix ევრო დიზელი - ₾4.99; • ევრო დიზელი - ₾4.94;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.65; • Premium Avangard - ₾4.32; • Euro Regular - ₾4.02; • Euro Diesel - ₾4.97

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნოემბერში საწვავი 5-12 თეთრით გაიაფდა | რა ფასად შეიძენთ ბენზინს და დიზელს გასამართ სადგურებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·09:36

26 ნოემბერი: ზეთისხილის მსოფლიო დღე და ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია

26 ნოემბერი: ზეთისხილის მსოფლიო დღე და ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია
BM.GE·09:33

გალუზინმა დამატებით ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილი

გალუზინმა დამატებით ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილი
BM.GE·09:27

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველ თაუერში 4 სართულიანი სივრცის მშენებლობა დასრულდა

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველ თაუერში 4 სართულიანი სივრცის მშენებლობა დასრულდა
BM.GE·07:39

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.