მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნოეს ღვინო" ექსპორტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს - როგორია კომპანიის სტრატეგია?
"ნოეს ღვინო" ექსპორტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს - როგორია კომპანიის სტრატეგია?

"ნოეს ღვინო" ექსპორტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს - როგორია კომპანიის სტრატეგია?

BM.GE17 ივნისი, 2026, 23:30|bm.ge

მეღვინეობა „ნოეს ღვინო“ ექსპორტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის დირექტორმა ხატია მაღრაძემ ბიომევენახეობის მიმართულებაზე, წარმოების სტრატეგიასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, „ნოეს ღვინო“ 2008 წლიდან ბიომევენახეობას ავითარებს და უკვე სერტიფიცირებული მწარმოებელია. როგორც ხატია მაღრაძე განმარტავს, საწარმო რეგულარულად გადის კონტროლს საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო „კავკასსერტის“ მიერ.

მისი თქმით, კომპანია ბაზარზე ბიოღვინოს რამდენიმე კატეგორიით წარმოადგენს. მათ შორის არის ქვევრის, ქარვისფერი ღვინო, რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიითაა დაყენებული და ხუთი ენდემური კახური ჯიშის - მწვანე, ქისი, ხიხვი, რქაწითელი და კახური მწვანეს სეპაჟს წარმოადგენს. ასევე კომპანიამ 2024 წლის მოსავლიდან კლასიკური წესით დაყენებული ნახევრად მშრალი თეთრი ღვინოც წარმოადგინა.

"ჩვენი მიზანი იყო, რომ გემო ყოფილიყო განსხვავებული და საინტერესო. გამოფენებზე როგორც უცხოელებისგან, ისე ქართველებისგან მივიღეთ უკუკავშირი, რომ ღვინოს აქვს უნიკალური გემოვნური თვისებები", - აცხადებს ხატია მაღრაძე.

მისი თქმით, „ნოეს ღვინო“ ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეა და პირველად ფართო საზოგადოებას 26 მაისის გამოფენაზე წარუდგა, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაშიც, სადაც უცხოელ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებიც გაჩნდა.

„ჩვენ უკვე ჩართულები ვართ პროცესში, რომელიც ექსპორტის მიმართულებას ეხება. მოლაპარაკებები დაწყებულია, დეგუსტაციებიც ჩატარებულია და იმედი გვაქვს, რომ მალე გავფართოვდებით როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისე შიდა ბაზარზეც“, - აღნიშნავს კომპანია.

ხატია მაღრაძის თქმით, კომპანია ახალი ვენახების გაშენებასაც გეგმავს, რაც მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია კლასიკური წესით დაყენებულ ღვინოს აღარ აწარმოებს და მომხმარებელს მხოლოდ ქვევრის ღვინოს სთავაზობს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ქვევრის ღვინოს აქვს უფრო გამოკვეთილი იდენტობა და მომხმარებელმაც, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა, სწორედ ეს ხაზი განსაკუთრებით დააფასა", - ამბობს მაღრაძე.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბიოწარმოება და სერტიფიცირება „ნოეს ღვინის“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, განსაკუთრებით ევროპის და აშშ-ის ბაზრებზე. ამასთან, კომპანიამ მცირე რაოდენობით ექსპერიმენტულად დაამზადა გლინტვეინი, რომელიც როგორც ზამთრის სეზონის პროდუქტი, საშობაო ბაზრებზეც იყო წარმოდგენილი და მომხმარებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო.

„საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ მონაწილეობას მომავალ გამოფენებშიც. გვინდა, რომ ქართული ბიოღვინო უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი უცხოეთში“, - აცხადებს ხატია მაღრაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

BM.GE

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

BM.GE

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

BM.GE

ვინ არის ზაზა ბიძინაშვილი, რომელსაც დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა?

ვინ არის ზაზა ბიძინაშვილი, რომელსაც დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა?

BM.GE