მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი $78 მილიარდამდე გაზარდა
ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი $78 მილიარდამდე გაზარდა

ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი $78 მილიარდამდე გაზარდა

BM.GE14 მაისი, 2026, 13:30|bm.ge

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ნავთობისა და გაზის წარმოებიდან 721.1 მილიარდი კრონის (78.71 მილიარდი დოლარის) შემოსავლის მიღებას ელოდება. ეს მაჩვენებელი აღემატება თავდაპირველად პროგნოზირებულ 557.4 მილიარდს, რაც ირანის ომის ფონზე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდითაა გამოწვეული.

ნორვეგია დღეში დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობის ეკვივალენტს აწარმოებს. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ გაზრდილი ფასებიდან მიღებული მოულოდნელი შემოსავალი ქვეყნის სუვერენულ სიმდიდრის ფონდს უნდა დაემატოს, რომელიც უკვე მსოფლიოში უდიდესია და 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნორვეგიას, თავისი ფონდის წყალობით, დიდი ფისკალური პროფიციტი აქვს. მიუხედავად ამისა, მან ხარჯები მაინც უნდა შეზღუდოს, რათა თავიდან აიცილოს მოთხოვნის გადაჭარბებული სტიმულირება, რამაც შიდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეიძლება გამოიწვიოს.

მთავრობის შეფასებით, მიმდინარე წელს ნედლი ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 91 დოლარი იქნება, ნაცვლად ოქტომბერში ნავარაუდევი 67 დოლარისა, ხოლო ბუნებრივი აირი 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (MMBtu) 14.0 დოლარი ეღირება, ნაცვლად 10.4 დოლარისა.

ფინანსთა სამინისტრომ ნავთობის ინდუსტრიის მიღმა ეკონომიკური ზრდის (ე.წ. არასანავთობო მშპ) პროგნოზი 2026 წლისთვის 1.7%-მდე შეამცირა. გასული წლის ოქტომბრის თავდაპირველ ბიუჯეტის პროექტში ეს მაჩვენებელი 2.1% იყო. უწყება პროგნოზის გაუარესებას ირანის ომის შედეგებს უკავშირებს.

განახლებული ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წელს ფონდიდან ნაღდი ფულის სახით დანახარჯები 579.0 მილიარდ კრონად არის შეფასებული, რაც გასული წლის დეკემბერში დაგეგმილ 584.0 მილიარდზე ნაკლებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE