მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V საავადმყოფოში გადაიყვანეს
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V საავადმყოფოში გადაიყვანეს

BM.GE18 აგვისტო, 2026, 18:38|bm.ge

ნორვეგიის სამეფო სასახლის განცხადებით, ქვეყნის 89 წლის მონარქი, მეფე ჰარალდ V ჰოსპიტალიზებულია. იგი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო ბიულეტენზე იქნება, ამ პერიოდში კი რეგენტის მოვალეობას ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჰოკონი შეასრულებს.

როგორც ოფიციალური უწყება წერს, მეფე ჰემოლიზურ ანემიას ებრძვის. სისხლის დაავადებას, რომელიც ერითროციტების ნაადრევი განადგურებით ხასიათდება.

ცნობისთვის, ჰარალდ V ნორვეგიის ტახტს 1991 წლის 17 იანვრიდან, მამის, მეფე ოლაფის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნორვეგიის სამეფო ოჯახი ჯანმრთელობის კუთხით არაერთ სირთულეს აწყდება. მაისში გულის უკმარისობის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული იყო მეფის და, პრინცესა ასტრიდი, ასევე გულის პრობლემების გამო მკურნალობდა თავად დედოფალი სონიაც. ამასთან, ივნისში ფილტვის წარმატებული ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა გვირგვინოსან პრინცესა მეტე-მარიტს, რომელსაც 2018 წელს იშვიათი ფორმის ფილტვის ფიბროზი დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საავადმყოფოდან ივლისის შუა რიცხვებში გაწერეს, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გამო, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

BM.GE

თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

BM.GE

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

BM.GE