მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა
თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

BM.GE18 აგვისტო, 2026, 19:43|bm.ge

ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტზე 3.4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მისი თქმით, სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. პრობლემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და გადაუდებელი წესით დაიწყო აღდგენის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.

„პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე მერიამ სამუშაოები 2026 წლის მარტში დაიწყო. მაშინ მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ მაგისტრალის გასწვრივ სანაპირო დაზიანებული იყო, ხოლო გზის და ტროტუარის საფარი კი დაბზარული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

BM.GE

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს - სესმა საქმიანობა შეაჩერა

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს - სესმა საქმიანობა შეაჩერა

BM.GE

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

BM.GE

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE