მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი
რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციისთვის 49 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა - სკოლების ჩამონათვალი

BM.GE18 აგვისტო, 2026, 19:07|bm.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჯარო სკოლების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის სამი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება დაახლოებით 49.25 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი 56 სკოლის ეზოს და გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხოლო ერთი ტენდერი კი თავად სკოლის შენობის რეაბილიტაციას.

სამივე შესყიდვა 17 აგვისტოს გამოცხადდა. ორი ტენდერი სკოლების ტერიტორიის კეთილმოწყობასა და ღობით შემოსაზღვრას ითვალისწინებს, ხოლო მესამე — ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

ყველაზე დიდი, 25 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიების კეთილმოწყობას შეეხება. წინადადებების მიღება 13 სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება. ამ ტენდერში 35 სკოლა არის შესული.

ტენდერის ფარგლებში Design-Build მეთოდით უნდა მომზადდეს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა მისი გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება.

25-მილიონიანი ტენდერით გათვალისწინებული სკოლები:

• კახეთი, გურჯაანი — სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა; • კახეთი, დედოფლისწყარო — ქალაქ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა; • კახეთი, დედოფლისწყარო — სოფელ ზემო ქედის №1 საჯარო სკოლა; • კახეთი, ახმეტა — სოფელ აწყურის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, გარდაბანი — სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, ბოლნისი — არიფ ალიევის სახელობის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, თეთრიწყარო — სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, მარნეული — სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, მარნეული — სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, მარნეული — სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, მარნეული — სოფელ ალგეთის №1 საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, მარნეული — იმირის №1 საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, დმანისი — სოფელ განთიადის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, დმანისი — სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა; • ქვემო ქართლი, დმანისი — სოფელ პატარა დმანისის სკოლის კორპუსი; • შიდა ქართლი, გორი — ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა; • მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგი — სოფელ სნოს საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ადიგენი — სოფელ კახარეთის საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ადიგენი — დაბა ადიგენის საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ახალქალაქი — სოფელ ოკამის №1 საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ახალქალაქი — სოფელ ოკამის №2 საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე — სოფელ წინუბნის საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე — სოფელ წყრუთის საჯარო სკოლა; • სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე — ახალ სკოლა რუსთაველის ქუჩა №124-ში; • სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომი — დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა; • თბილისი, ვაკე-საბურთალო — №162 საჯარო სკოლა; • თბილისი, ისანი-სამგორი — №218 საჯარო სკოლა; • თბილისი — №23 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია; • თბილისი — №10 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები; • თბილისი, ვაკე-საბურთალო — №128 საჯარო სკოლა, დამატებითი კორპუსი; • თბილისი, გლდანი-ნაძალადევი — №11 საჯარო სკოლა; • თბილისი, გლდანი-ნაძალადევი — №133 საჯარო სკოლა, დამატებითი კორპუსი; • თბილისი, ისანი-სამგორი — №179 საჯარო სკოლა; • თბილისი, ისანი-სამგორი — №83 საჯარო სკოლა; • თბილისი, ისანი-სამგორი — №216 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი.

მეორე ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ის დასავლეთ საქართველოში მდებარე საჯარო სკოლების ტერიტორიების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. წინადადებების მიღება 3 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

ამ ტენდერში შესულია 21 სკოლა:

• სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხობი — სოფელ ხეთის საჯარო სკოლა; • გურია, ლანჩხუთი — სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა; • სამეგრელო, ჩხოროწყუ — რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლა; • სამეგრელო, ჩხოროწყუ — სოფელ ზუმის საჯარო სკოლა; • სამეგრელო, ჩხოროწყუ — ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლა; • სამეგრელო, ჩხოროწყუ — კირცხის თემის №2 საჯარო სკოლა; • სამეგრელო, აბაშა — სოფელ კეთილარის შერწყმული სკოლა, გულეიკარის დაწყებითი კორპუსი; • სამეგრელო, მარტვილი — სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლა; • სამეგრელო, მარტვილი — სოფელ ტალერის საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი — ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა — ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა — ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა — საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხობი — სოფელ ახალი ხიბულას №1 საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია — სოფელ ნაკრას საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია — სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა; • სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია — სოფელ იფარის საჯარო სკოლა; • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ლენტეხი — დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა; • იმერეთი, ბაღდათი — სოფელ როკითის საჯარო სკოლა; • იმერეთი, ქუთაისი — ქალაქ ქუთაისის №7 საჯარო სკოლა; • იმერეთი, თერჯოლა — გურამ ქარქაშაძის სახელობის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები მოიცავს სკოლების ეზოების კეთილმოწყობისა და ღობით შემოსაზღვრისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმებას და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.

მესამე ტენდერი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 9.25 მილიონი ლარია.

შესყიდვის ფარგლებში, ასევე Design-Build მეთოდით, უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელდეს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები.

სამივე ტენდერის ფარგლებში წინადადებები დღგ-ის გარეშე უნდა იყოს წარმოდგენილი. პირველი ორი ტენდერის შემთხვევაში საგარანტიო ვადა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი კალენდარული წლითაა განსაზღვრული.

ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, სკოლების ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება იმ საჯარო სკოლების ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვით გათვალისწინებული სრული სარეაბილიტაციო ან სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდაიმედი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

BM.GE

თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

თბილისი-რუსთავის გზაზე დაზიანებული ნაპირის და გზის საფარის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

BM.GE

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„დღეს ელოდეთ, აუცილებლად იქნება“ - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

BM.GE

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესა - დეტალები

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესა - დეტალები

BM.GE