მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ობიეტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა“ - მარნეულში კუსტარული ფრინველთა სასაკლაოები დაჯარიმდნენ
„ობიეტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა“ - მარნეულში კუსტარული ფრინველთა სასაკლაოები დაჯარიმდნენ

„ობიეტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა“ - მარნეულში კუსტარული ფრინველთა სასაკლაოები დაჯარიმდნენ

BM.GE27 ივლისი, 2026, 21:09|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედამახედველობის გარეშე.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ", - ნათქვამია სეს-ის გარვცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ, გურჯაანში ღვინის ლაბორატორიისთვის, სახელმწიფო შპს ₾900 ათასით დაასუბსიდირა

მთავრობამ, გურჯაანში ღვინის ლაბორატორიისთვის, სახელმწიფო შპს ₾900 ათასით დაასუბსიდირა

BM.GE

რას მოიცავს გერმანია-საამიროების ახალი შეთანხმება?

რას მოიცავს გერმანია-საამიროების ახალი შეთანხმება?

BM.GE

თხევადი გაზის სექტორის მიმართ შეღავათების დაწესებაა საჭირო - ზაალ იაკობიძე

თხევადი გაზის სექტორის მიმართ შეღავათების დაწესებაა საჭირო - ზაალ იაკობიძე

BM.GE

სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

BM.GE