მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ოფიციალური რიცხვები არასოდეს ასახავს, როგორ უჭირს ან ულხინს ტურისტულ ბიზნესს|Milky Way
"ოფიციალური რიცხვები არასოდეს ასახავს, როგორ უჭირს ან ულხინს ტურისტულ ბიზნესს|Milky Way

"ოფიციალური რიცხვები არასოდეს ასახავს, როგორ უჭირს ან ულხინს ტურისტულ ბიზნესს|Milky Way

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 23:41|bm.ge

Milky Way-სთვის თანადამფუძნებელ სოფო დარბაიძის შეფასებით, მიმდინარე წლის 9 თვე ტურისტული კომპანიისთვის უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე - შარშანდელი წელი.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა 2026 წლის სამი კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის განხილვა იყო.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 835 მილიონი ლარი დახარჯეს (ზრდა 19%), ხოლო ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 3.1%-ით მოიმატა და 618 200 შეადგინა.

კომპანია ტურებს უმეტესად ევროპაში მართავს, სადაც ყველაზე სტაბილური და მაღალი მოთხოვნა იტალიაზეა. გარდა ამისა, ჯგუფური ტურები ეწყობა გერმანიაშიც, სადაც დიდი ქალაქების ნაცვლად აქცენტი პატარა სოფლებზე კეთდება. ტურისტულმა კომპანიამ გატესტა აზიური მიმართულებებიც, თუმცა სოფო დარბაიძის თქმით, მაღალი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი შვებულების საჭიროების გამო, ქართველი მომხმარებელი ამისთვის ჯერ მზად არ აღმოჩნდა.

სოფო დარბაიძის დაკვირვებით, გამყვანი ტურიზმის ბიზნესის გაზრდილი ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად ინფლაციით და გაძვირებული მოგზაურობით არის განპირობებული.

"ოფიციალური რიცხვები არასოდეს ასახავს ხოლმე იმას, თუ როგორ უჭირს ან ულხინს ტურისტულ ბიზნესს. ჩემი 13-წლიანი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ უფრო უარესი წელი იყო, ვიდრე თუნდაც შარშანდელი წელი. 2026 წლის 3 კვარტალი Milky Way-სთვის იყო გასულ წელზე უარესი და, შესაბამისად, გასული წელიც უარესი იყო წინა წლებთან შედარებით… თუ თვეში 2-3 ჯგუფური ტური გვქონდა ხოლმე, ახლა ერთიც გაგვიჭირდა, ეს ძალიან ცუდი ციფრია", - აღნიშნა სოფო დარბაიძემ.

ტურმენეჯერის დაკვირვებით, ტურისტული სააგენტოებისადმი მიმართვიანობის კლება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა გამოიწვია:

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და დამოუკიდებელი დაგეგმვა - სოფო დარბაძის თქმით, ქართველი მოგზაურების მთავარი მიმართულებები ისეთი ქვეყნებია, სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები (მაგალითად, ქუთაისის აეროპორტიდან) დაფრინავენ. “როდესაც მოქალაქე 4-დღიან მოგზაურობას გეგმავს, ის უპირატესობას პირდაპირ ფრენებს ანიჭებს და ტურს დამოუკიდებლად გეგმავს”, - აღნიშნა მან.

ტურისტული სააგენტოების შეზღუდული როლი - Milky Way-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო წლებში, ტურისტული კომპანიები, ძირითადად, ჩარტერული რეისების, რთული სავიზო პროცედურების მქონე ქვეყნებისა და ჯგუფური ტურების მიმწოდებლებად დარჩნენ.

ავიაბილეთების მკვეთრი გაძვირება - სოფო დარბაიძის შეფასებით, 2026 წლის მესამე კვარტალში 835 მილიონი ლარის დანახარჯი, რაც 19%-იან ზრდას ნიშნავს, გამოწვეულია ავიაბილეთების ფასების მკვეთრი მატებით.

"წლევანდელი დანახარჯები დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ არ მახსენდება ისეთი პერიოდი, როდესაც თუნდაც Wizz Air-ის ან EasyJet-ის ბილეთები ისეთი ღირებულების ყოფილიყო, როგორიც წელს. ეს არ არის უბრალოდ 20 და 30%-იანი ზრდა. ბოლო ორ ტურში (გერმანია და იტალია), ავიაბილეთებში, დაახლოებით, 40-60%-ით მეტის გადახდა მოგვიწია, რაც კოლოსალური თანხაა ასეთ დაბალბიუჯეტიან, ტარიფების მხრივ მოწყვლად სეგმენტზე“, - თქვა სოფო დარბაიძემ.

რაც შეეხება მომავალ 2027 წელსა და ადრეულ ჯავშნებს, სოფო დარბაიძე აცხადებს, რომ მოლოდინები კვლავ პესიმიტურია.

„შემდეგი წლის ჯავშნებიც ცუდად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებელი მივაჩვიეთ ეტაპობრივი გადახდით ნაადრევი ჯავშნების გაკეთებას, ამის გათვალისწინებითაც მგონია, რომ წლევანდელი და მომდევნო წელიც საკმაოდ ჩავარდნილი წელია ამ კუთხით“, - განაცხადა Milky Way-ს თანადამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

BM.GE