მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა
ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა

ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 16:19|bm.ge

ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

"სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მეწყრული უბნის გამაგრება, დაზიანებული გზის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. ჩატარებული სამუშაოების მიზანი იყო ფერდობის სტაბილიზაცია და საავტომობილო გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 11 ივლისს ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში გადაადგილდებოდა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ ძირითად გზაზე ხორციელდება.ა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება

ახალი 70,000-ადგილიანი სტადიონის მშენებლობისთვის მიწების ექსპროპრიაცია გრძელდება

BM.GE

სებ-ის მენეჯმენტს არა აქვს უფლება, საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს ან მოიკვლიოს|სებ "ყეინიშვილის საქმეზე"

სებ-ის მენეჯმენტს არა აქვს უფლება, საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს ან მოიკვლიოს|სებ "ყეინიშვილის საქმეზე"

BM.GE

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

BM.GE