
რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული 158 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმება, რომლითაც კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი და გურჯაანი-თელავის 36.6-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაფინანსება იგეგმება. აღნიშნულ პროექტებში AIIB წარმოადგენს თანამსესხებელს და იგივე მოცულობის 158 მილიონი ევროს დაფინანსებას მსოფლიო ბანკიც გამოყოფს.
აღნიშნული პროექტებიდან საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადდა ბადიაური-ბაკურციხის 31-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 183 მილიონ დოლარს შეადგენს.
AIIB-ის კრედიტის პირობების თანახმად, სესხი 25-წლიანია და მის დაფარვას საქართველო 2051 წელს დაასრულებს. კრედიტის პირველი 10 წელი საშეღავათოა, და მისი მომსახურება 2037 წლიდან დაიწყება.
კრედიტი ცვლად განაკვეთიანია და ის EURIBOR-ზე არის მიბმული, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული განაკვეთი 3.07%-ს შეადგენს. გარდა ამისა სესხს აქვს ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 0.25%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების გადასახადი სესხის აუთვისებლობის შემთხვევაში კრედიტის აუთვისებელი თანხის 0.25%-ია.
BM.GE
წყარო: bm.ge