მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი
"მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი

"მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას" - რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის?|კანონპროექტი

BM.GE8 მაისი, 2026, 15:05|bm.ge

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები შეეხება როგორც ფიზიკურ კაზინოებსა და სლოტ კლუბებს, ისე ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზატორებს. საუბარია იმ სალიცენზიო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომლებიც 25 წლამდე პირების თამაშს კრძალავს, ასევე საჯარო მოსამსახურეთა და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირების თამაშის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე სხვა პირობების შეუსრულებლობაზე, რაც მომხმარებელთა იდენტიფიკაციას, ჩანაწერების წარმოების და აღრიცხვას შეეხება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები „ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას“ და ხშირ შემთხვევაში ნებართვის მფლობელებისთვის უფრო ეკონომიკურად გამართლებულია მოთხოვნების დარღვევა და ჯარიმის გადახდა, ვიდრე წესების სრულად დაცვა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევები გახშირდა, ხოლო ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება. სათამაშო აპარატების სალონებისთვის ჯარიმა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი იქნება, ხოლო აზარტული კლუბებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მქონე პირებისთვის - 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი.

ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორებისთვის სანქცია 7,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ჯარიმების ახალი ოდენობები გათანაბრებულია იმ სანქციებთან, რომლებიც უკვე მოქმედებს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის. სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვაა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სანქციების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირაიმედი
  • პესკოვის ცოლმა მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართაფორმულა
  • EU სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდანეტგაზეთი
  • სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან - ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენრუსთავი 2
სანქციების →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE