მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-5.6 წარადგინა
OpenAI-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-5.6 წარადგინა

OpenAI-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-5.6 წარადგინა

BM.GE10 ივლისი, 2026, 17:55|bm.ge

წამყვანმა ამერიკულმა AI სტარტაპმა, OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების ოჯახი ChatGPT-5.6 ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, Sol-ის, Terra-სა და Luna-ს დასახელების მოდელები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე გახდა. ახალი მოდელებიდან ყველაზე ძლიერი, ფლაგმანური Sol-ი რთული ლოგიკური ამოცანების გადაჭრაზე, პროგრამირებასა და დიზაინზეა ორიენტირებული. ის კოდის წერის მაჩვენებლებით მეტოქე Anthropic-ის Fable 5-ის მოდელსაც კი უსწრებს.

საშუალო დონის მოდელი Terra ყოველდღიური სამუშაო პროცესებისთვის შეიქმნა. ბიუჯეტური Luna კი მაქსიმალურ სისწრაფესა და ფინანსურ ეკონომიურობას უზრუნველყოფს, თუმცა ნაკლები სიზუსტით ხასიათდება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანიამ სპეციალური პროგრამა ChatGPT Work-იც აამოქმედა. ახალი ფუნქცია მომხმარებლის აპლიკაციებსა და ფაილებზე წვდომის მოპოვების შემთხვევაში დამოუკიდებელი აგენტის მოვალეობას შეითავსებს. ის ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამიდან მოაგროვებს, მოქმედების გეგმას შეადგენს და პროცესებს ადამიანის ჩარევის გარეშე შეასრულებს. ეს ტექნოლოგია სრულად ChatGPT-5.6 მოდელებს დაეფუძნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი მოდელები კიბერუსაფრთხოების განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. სწორედ ამ მიზეზით OpenAI-მ სისტემის საჯარო გავრცელება გარკვეული დროით შეაყოვნა. მაღალი რისკების გათვალისწინებით, სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა კომპანიას ტექნოლოგიის ეტაპობრივი გამოშვება სთხოვეს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეზღუდვები მეტოქე Anthropic-ის მოდელებს, Mythos 5-სა და Fable 5-საც შეეხო.

ცნობისთვის, კომპანია OpenAI გლობალურ ბაზარზე AI ტექნოლოგიის განვითარების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მან პირველი ჩეთბოტი ChatGPT დაახლოებით ოთხი წლის წინ შექმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE