მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-მა და Microsoft-მა შემოსავლების განაწილების ზედა ზღვარი $38 მილიარდით განსაზღვრეს
OpenAI-მა და Microsoft-მა შემოსავლების განაწილების ზედა ზღვარი $38 მილიარდით განსაზღვრეს

OpenAI-მა და Microsoft-მა შემოსავლების განაწილების ზედა ზღვარი $38 მილიარდით განსაზღვრეს

BM.GE13 მაისი, 2026, 02:10|bm.ge

OpenAI-ი და Microsoft-ი შემოსავლების განაწილების მაქსიმალურ მოცულობაზე შეთანხმდნენ და ის $38 მილიარდით განისაზღვრა. The Information-ის ცნობით, მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები გასულ თვეში გადაიხედა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ცვლილება OpenAI-ის საშუალებას მისცემს, პარტნიორული ურთიერთობები ისეთ კომპანიებთანაც დაამყაროს, როგორებიცაა Amazon-ი და Google-ი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაწესებული ფინანსური ლიმიტი ინვესტორების თვალში კომპანიის მიმზიდველობას ზრდის. არსებული ინფორმაციით, OpenAI-ის ხელმძღვანელობა წლის ბოლოსთვის საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს. გადახდების ზედა ზღვრის არსებობა კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის გარანტია იქნება. ეს კი ის ფაქტორია, რაც ინვესტორებს საფონდო ბირჟაზე გამოჩენილ ახალ კომპანიაში თანხის დაბანდების სურვილს გაუჩენს.

შეხსენებისთვის, Microsoft-ისა და OpenAI-ს ბიზნეს-პარტნირობა 2019 წლიდან დაიწყო, როცა ტექ-გიგანტმა სტარტაპში $13 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა და წილი მიიღო. თუმცა, დროთა განმავლობაში, სემ ოლტმენის კომპანიას მეტი დამოუკიდებლობის სურვილი და Microsoft-ის პარალელურად სხვა პარტნიორების გაჩენის ინტერესი გაუჩნდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ორი კომპანიის ამჟამინდელი გადაწყვეტილება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE