მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა
OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

OpenAI-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

BM.GE14 მაისი, 2026, 04:55|bm.ge

კალიფორნიის სასამართლოში OpenAI-სა და მისი დამფუძნებლის, სემ ოლტმენის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. ამჯერად, მისი ავტორები 19 წლის ახალგაზრდის მშობლები არიან.

როგორც ირკვევა, მათი შვილს, სემ ნელსონს, რომელიც გასულ წელს ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზით მოხმარების გამო გარდაიცვალა ზედმიწევნითი ინსტრუქცია სწორედ ჩეთბოტმა ChatGPT-მ მისცა. გამოძიების თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტმა ახალგაზრდას კრატომით გამოწვეული გულისრევის სამკურნალოდ პრეპარატ „ქსანაქსის“ მიღება შესთავაზა.

ნელსონის მშობლები ფულად კომპენსაციასა და ChatGPT Health-ის პლატფორმის გაშვების შეჩერებას მოითხოვენ. საუბარია პროექტზე, რომელიც კომპანიამ იანვარში წარადგინა და რომელიც მომხმარებლებს სამედიცინო ისტორიების ატვირთვისა და პერსონალიზებული რეკომენდაციების მიღების საშუალებას მისცემს. საყურადღებოა, რომ ყოველდღიურად ჩეთბოტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს 40 მილიონამდე ადამიანი უსვამს.

ნელსონების ოჯახის მიერ შეტანილ სარჩელს უკვე გამოეხმაურა OpenAI-ს წარმომადგენელი, დრიუ პუზატერი, რომელმაც მომხდარს "უმძიმესი შემთხვევა" უწოდა. მან აღნიშნა, რომ მომხდარს ChatGPT-ს ახალ ვერსიებთან არავითარი კავშირი არ აქვს და გარდაცვლილ მამაკაცს რეკომენდაცია ჩეთბოტის ძველმა ვერსიამ მისცა. ვერსიამ, რომელიც ამჟამად უკვე აღარაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელ პერიოდში ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის წინააღმდეგ შეტანილი მეორე სარჩელია. მანამდე ფლორიდაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მსხვერპლის ოჯახმა სტარტაპს თავდასხმის დაგეგმვაში დახმარება დააბრალა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სარჩელი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს - მაია მწარიაშვილიტვ პირველი
  • ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო. ჩვენი სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზერუსთავი 2
  • პლენუმმა არ დააკმაყოფილა ლელოს შუამდგომლობა სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზეფორმულა
  • TI-საქართველო ხსნის, რატომაა უსაფუძვლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში მოყვანილი არგუმენტებინეტგაზეთი
სარჩელი →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE