მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქრო გაუფასურებას განაგრძობს
ოქრო გაუფასურებას განაგრძობს

ოქრო გაუფასურებას განაგრძობს

BM.GE8 ივნისი, 2026, 17:36|bm.ge

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო გაუფასურებას განაგრძობს - დღეს უნცია მეტალის ფასი 4,288 დოლარამდე დაეცა, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით, ხოლო ერთ თვეში 9.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, ის უნციაზე 66 დოლარად ივაჭრება, რაც 22%-იან კორექციას წარმოადგენს.

ძვირფასი მეტალების ვარდნა აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა დასაქმების ძლიერმა მაჩვენებლებმა გამოიწვია, რამაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდის მოლოდინები გააძლიერა. FedWatch-ის მიხედვით, მიმდინარე წლის დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ალბათობა ერთი კვირის წინ არსებული 45%-იდან 73%-მდე გაიზარდა, ხოლო 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ორკვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რამაც, თავის მხრივ, ოქროს ფლობის ალტერნატიული ხარჯი გაზარდა.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების ახალმა ტალღამ, კერძოდ, ისრაელის მიერ ირანსა და ლიბანზე მიტანილმა იერიშებმა, ნავთობის ფასი ბარელზე 4%-ზე მეტით გაზარდა, რაც გლობალურად ინფლაციურ რისკებს აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან თავდაცვის საშუალებად მიიჩნევა, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი ამ ეტაპზე ძვირფას ლითონზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE