მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა - რა გახდა მიზეზი?
ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა - რა გახდა მიზეზი?

ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 19:35|bm.ge

გამყარებული დოლარისა და აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, 18 ნოემბერს ოქროს ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა და 2025 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

Reuters-ის ცნობით, სპოტ-ბაზარზე უნცია ოქროს ღირებულება 1.9%-ით, $3,777.83-მდე დაეცა. დეკემბერში მისაწოდებელი ფიუჩერსების ფასი კი 2.2%-ით შემცირდა და $3,779.50 შეადგინა.

OANDA-ს უფროსი საბაზრო ანალიტიკოსის, კელვინ ვონგის განმარტებით, ოქროს გაიაფება ფედერალური რეზერვის წარმომადგენელთა მკაცრ განცხადებებსა და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე შემოსავლიანობის ზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრივ დოლარს ამყარებს.

როგორც ცნობილია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არაპროცენტული ოქროს ფლობის ალტერნატიულ დანახარჯს ზრდის და ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ამცირებს.

KCM Trade-ის მთავარმა საბაზრო ანალიტიკოსმა, ტიმ უოტერერმა აღნიშნა, რომ ინვესტორები ოქროს კვლავ ლიკვიდურ აქტივად განიხილავენ და ბაზრის სხვა სეგმენტებში კაპიტალის გამოსათავისუფლებლად პოზიციებს ამცირებენ.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ფასები სხვა ძვირფას ლითონებზეც შემცირდა. სპოტ-ბაზარზე უნცია ვერცხლის ღირებულება დაახლოებით 3%-ით, $46.00-მდე დაეცა და 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. ამასთან, პლატინის ფასი 1.8%-ით, $1,403.49-მდე შემცირდა, პალადიუმის ღირებულება კი 2%-ით დაეცა და $951.83 შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Super Protocol – ქართველი სტარტაპერების პროექტი გლობალური AI-ინდუსტრიის სათავეში

Super Protocol – ქართველი სტარტაპერების პროექტი გლობალური AI-ინდუსტრიის სათავეში

BM.GE

არქი ნიუ-იორკში, „თბილისობის“ ფარგლებში, ქართულ დიასპორას შეხვდა

არქი ნიუ-იორკში, „თბილისობის“ ფარგლებში, ქართულ დიასპორას შეხვდა

BM.GE

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

BM.GE

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

BM.GE