მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში
ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

BM.GE1 აგვისტო, 2026, 23:51|bm.ge

2025 წელს ოქრო ყურადღების ცენტრში მოექცა: გლობალურმა სავაჭრო დაძაბულობამ და ცენტრალური ბანკების მიერ შესყიდვების დაჩქარებამ ძვირფასი ლითონის ფასი 60%-ზე მეტით გაზარდა. ზრდა 2026 წელსაც გაგრძელდა, როდესაც იანვარში ფასებმა ყველა დროის მაქსიმუმს - უნციაზე თითქმის 5 600 დოლარს მიაღწია.

მას შემდეგ ოქროს ფასი, ბაზარზე ლიკვიდურობის კრიზისისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინის ფონზე, დაეცა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. ფასების ვარდნის მსხვერპლი ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციებიც გახდა.

მიუხედავად ამისა, ძვირფას ლითონზე გრძელვადიანი პროგნოზი უცვლელი რჩება, რადგან ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვების შევსებას აგრძელებენ.

ოქროს პოზიტიურ პერსპექტივას ასევე კერძო სექტორში მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) მონაცემებით, სექტორში საინვესტიციო აქტივობა მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც ოქროზე წლიურმა მოთხოვნამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 5 000 ტონას.

გასულ წელს პიკს მიაღწია ოქროს მიწოდებამაც, რომელიც 1%-ით გაიზარდა და ასევე 5 000-ტონიან ნიშნულს გაუტოლდა. მოპოვებამ საბადოებიდან (რაც მიწოდების ძირითადი კომპონენტია) მცირედით მოიმატა და 3 672 ტონა შეადგინა, რითაც 2018 წლის რეკორდი მოხსნა.

წარმოგიდგენთ 2025 წლის ოქროს უმსხვილეს საბადოებს, S&P Global-ის ანგარიშის თანახმად.

#1 Nevada Gold MinesBarrick-ისა (61.5%) და Newmont-ის (38.5%) ერთობლივი საწარმო Nevada Gold Mines-ი 2025 წელს წარმოებული 80.7 ტონა ოქროთი რეიტინგს სათავეში უდგას (ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია). 10 მიწისქვეშა და 12 ღია საბადოსგან შემდგარი კომპლექსი პირველ ადგილს 2019 წლის შეთანხმების შემდეგ ინარჩუნებს.

#2 მურუნტაუ (Muruntau)უზბეკეთში მდებარე ნავოის სამთო-მეტალურგიული კომბინატის (NMMC) კომპლექსი მეორე ადგილს 2025 წელს მოპოვებული 53.1 ტონა ოქროთი იკავებს (ზრდა 4%-ია). გასულ წელს კომბინატმა ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) მზადება დაიწყო, თუმცა კომპანიის ოპტიმალური შეფასების მცდელობის გამო პროცესი დროებით გადავადდა.

#3 ოლიმპიადა (Olimpiada)რუსული კომპანია Polyus-ის ოლიმპიადას საბადო მესამე ადგილს 42.2 ტონა ოქროთი იკავებს (კლება 6%-ს შეადგენს). ციმბირში მდებარე ეს მასშტაბური ღია საბადო ექსტრემალურ ყინვაში მუშაობითა და სულფიდური მადნის გადამუშავებით ხასიათდება.

#4 Kazzinc Consolidatedყაზახური Kazzinc Consolidated-ი მეოთხე პოზიციაზე 29.5 ტონა ოქროთი გადავიდა. 2024 წელს Glencore-მა Kazzinc-ში საკუთარი 70%-იანი წილის გაყიდვაზე უარი თქვა, რადგან ჩინელმა მყიდველებმა შესაბამისი ფასი არ შესთავაზეს.

#5 გრასბერგი (Grasberg)Freeport McMoRan-ისა და PT Mineral Industri Indonesia-ს ერთობლივი საწარმო გრასბერგი მეხუთე პოზიციაზე 29.1 ტონა ოქროთი იმყოფება. ეს მაჩვენებელი 50%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. ვარდნა 2025 წლის სექტემბერში მომხდარმა მეწყერმა გამოიწვია, რის გამოც მუშაობა დროებით შეჩერდა. კომპანია საწარმოო რეჟიმის სრულად აღდგენას 2027 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

#6 ალმალიკის კომპლექსი (Almalyk)უზბეკეთის ალმალიკის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი მეექვსე ადგილს 23.3 ტონა ოქროთი იკავებს (ეს მაჩვენებელი 2024 წლის იდენტურია). სახელმწიფო გიგანტი ქვეყნის სპილენძის 90%-ზე მეტს აწარმოებს. მიმდინარე თვეში მუშაობა მისმა ახალმა სპილენძის ქარხანამ დაიწყო.

#7 ბლაგოდატნოე (Blagodatnoye)რეიტინგში პირველად მოხვედრილი Polyus-ის ბლაგოდატნოეს საბადო რუსეთში 22.9 ტონა ოქროს აწარმოებს (ზრდა 47%-ს შეადგენს). ეს ზრდა ახალი საწარმოო ხაზის, „მილ-5“-ის ამოქმედებამ განაპირობა, რამაც გადამუშავების სიმძლავრეები გაზარდა.

#8 დეტურ-ლეიკი (Detour Lake)Agnico Eagle Mines-ის დეტურ-ლეიკის საბადო ონტარიოში მერვე პოზიციაზე 21.6 ტონა ოქროთი დაწინაურდა (ზრდა 3%-ია). კანადის უმსხვილესმა ოქროს მომპოვებელმა წლიური მოგების 135%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა, რაც ოქროზე მაღალი ფასებით იყო განპირობებული.

#9 კიბალი (Kibali)კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარე კიბალის საბადო მეცხრე ადგილს 20.9 ტონა ოქროთი იკავებს (კლება 2%-ია). Barrick-მა გასულ წელს განაცხადა, რომ აღმოჩენილია ახალი მადნის სხეულები, რაც ამ აქტივის სიცოცხლისუნარიანობას 10-წლიანი გეგმის მიღმა გაზრდის.

#10 აჰაფო (Ahafo)Newmont-ის (90%) და განას მთავრობის (10%) მფლობელობაში არსებული აჰაფოს საბადო მეათე ადგილს 20.7 ტონა ოქროთი იკავებს (კლება 17%-ია). წარმოების შემცირება დაგეგმილი, დროებითი პროცესით იყო განპირობებული და არა საოპერაციო ხარვეზებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

BM.GE

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

BM.GE

მინერალური რესურსების მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები - TOP 25

მინერალური რესურსების მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნები - TOP 25

BM.GE

ენერგორესურსების გაძვირების პირველი ტალღა სრულად არის გადმოცემული - თამთა სოფრომაძე

ენერგორესურსების გაძვირების პირველი ტალღა სრულად არის გადმოცემული - თამთა სოფრომაძე

BM.GE