მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Oracle-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა და $19.35 მილიარდი შეადგინა
Oracle-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა და $19.35 მილიარდი შეადგინა

Oracle-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა და $19.35 მილიარდი შეადგინა

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 20:10|bm.ge

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული კორპორაციის, Oracle-ის პირველი ფისკალური კვარტალის შემოსავალმა, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $19.14 მილიარდს გადააჭარბა და წლიური თითქმის 30%-იანი ზრდის შედეგად, $19.35 მილიარდი შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $2.93 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $4.68 მილიარდი შეადგინა. ამასთან, ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ LSEG-ის მიერ ნავარაუდებ $1.74-ს გადააჭარბა და $1.92-ს მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი წლიურად 62%-ით გაიზარდა $11.61 მილიარდს გაუტოლდა. ამავე პერიოდში მონაცემთა ცენტრებიდან მიღებული შემოსავალი ორჯერ მეტად გაიზარდა $7.4 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას, ამ მხრივ შემოსავალი წლიურად 3%-ით შემცირდა და StreetAccount-ის მიერ ნავარაუდები $5.61 მილიარდის ნაცვლად, $5.55 მილიარდს გაუტოლდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კლეი მაგოირკის განცხადებით, კორპორაციამ პირველ კვარტალში, დამატებითი კაპიტალდაბანდების გარეშე, $30 მილიარდზე მეტი ღირებულების ხელოვნური ინტელექტის კონტრაქტები გააფორმა.

როგორც ირკვევა, Oracle-ის სწრაფი ექსპანსია მონაცემთა ცენტრების მასშტაბურ განვითარებასთან არის დაკავშირებული. კომპანიამ პირველ კვარტალში 850 მეგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრები აამოქმედა, ხოლო კაპიტალური ხარჯები გასული წლის $8.50 მილიარდიდან $28.50 მილიარდამდე გაზარდა.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, Oracle-მა მეორე ფისკალური კვარტალის შემოსავლების წლიური ზრდა 30%-დან 34%-მდე დიაპაზონში განსაზღვრა. LSEG-ის ანალიტიკოსები აღნიშნულ პერიოდში 32%-იან ზრდასა და $21.20 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებენ. ამასთან, კომპანიაში მოელიან, რომ ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება $1.85-დან $1.93-მდე იქნება. რაც შეეხება 2027 წელს, ამ პერიოდისთვის კორპორაცია მინიმუმ $90 მილიარდის შემოსავალს მოელის.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Oracle-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $164.20-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $448.99 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE