მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Oracle-მა პენტაგონთან $7-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა
Oracle-მა პენტაგონთან $7-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Oracle-მა პენტაგონთან $7-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE25 ივლისი, 2026, 00:10|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Oracle-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ჯამური ღირებულება $7 მილიარდს აღწევს და ის შეიარაღებული ძალების, სადაზვერვო უწყებებისა და სანაპირო დაცვის მონაცემთა ცენტრების პროგრამული უზრუნველყოფით მომარაგებას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის, კირსტენ დევისის განცხადებით, შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს სულ მცირე $441 მილიონს დააზოგინებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ხელშეკრულების გაფორმების ფონზე კომპანიის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა, ეს კი ტექ-გიგანტისთვის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ამბავია, რადგან მიმდინარე წელს Oracle-ის საბაზრო ღირებულება უკვე 38%-ით არის შემცირებული.

კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე სექტორის ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას გარიგების პოლიტიკურ ასპექტზე ამახვილებენ. როგორც ცნობილია, Oracle-ის თანადამფუძნებელი, ლარი ელისონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში Stargate-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნის გეგმა წარადგინა. პრეზიდენტმა ტრამპმა TikTok-ის ამერიკულ კომპანიაში Oracle-ის წილის შესყიდვასაც დაუჭირა მხარი, ხოლო მაისში, მისი მითითებით, თავდაცვის უწყებამ კომპანიასთან საიდუმლო ქსელებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ შეთანხმებაც გააფორმა.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო Oracle-თან თანამშრომლობს. ტექ-გიგანტის პირველი კლიენტი სწორედ CIA იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეხანდრო ბეტანკური - ბიზნესმენი, რომელიც ვენესუელის ნავთობის ისტორიულ გარიგებაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი გახდა

ალეხანდრო ბეტანკური - ბიზნესმენი, რომელიც ვენესუელის ნავთობის ისტორიულ გარიგებაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი გახდა

BM.GE

რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანია აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანია აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

BM.GE

"ერთ ჩამოსხმაზე, ერთ ლოტზე ერთი სერტიფიკატი გაიცეს... ეს უფრო მისაღები იქნებოდა" - მეღვინე ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიან მოსაკრებელზე

"ერთ ჩამოსხმაზე, ერთ ლოტზე ერთი სერტიფიკატი გაიცეს... ეს უფრო მისაღები იქნებოდა" - მეღვინე ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიან მოსაკრებელზე

BM.GE

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

BM.GE