მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 01:34|bm.ge

ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გენერალ-მაიორმა მოჰსენ რეზაიმ ერს მიმართა და ქვეყნის წინაშე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოფიციალურმა თეირანმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დახუროს ჰორმუზის სრუტე და დაუმორჩილებელი ხომალდების გადაადგილება დაბლოკოს. რეზაიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სრუტე უწინდებურად ღიაა, „დიდი სიცრუე“ უწოდა.

სიტყვით გამოსვლისას გენერალმა განმარტა ის წინაპირობაც, რომლის შემთხვევაშიც თეირანი სრუტის გახსნის ვალდებულებას აიღებს - საუბარია მოცემულობაზე, როცა ვაშინგტონის მხრიდან თავდასხმები და მუქარა შეწყდება. ოფიციალური პირის თქმით, ირანული მხარე საზღვაო სივრცეში არსებულ ვითარებას ამჟამად სრულად აკონტროლებს და ამას ჩვეულებრივ გააგრძელებს.

რეზაიმ მოსახლეობას აცნობა, რომ ირანმა ბოლო 48 საათის განმავლობაში, ამერიკული ავიამზიდის სიახლოვეს, გამანადგურებლების საწინააღმდეგო ახალი რაკეტა გამოსცადა. რეზაის მტკიცებით, ამ იარაღმა ამერიკელ სამხედროებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მათი უკან დახევა გამოიწვია.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზა „ტიტანზე“ განხორციელებულ დარტყმაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ იორდანიასა და ერბილში განთავსებულ ობიექტებზე მიყენებული დარტყმების შემდეგ თქვა დონალდ ტრამპმა დაანონსებულ 10-დღიან ომზე უარი. ამასთან ერთად, თეირანის წარმომადგენელმა დააანონსა, რომ ერთ-ერთი ქორწილის ცერემონიაზე ამერიკულ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

სატელევიზიო გამოსვლისას რეზაიმ აშშ-ის ეკონომიკური ბლოკადის შედეგად ირანში მასობრივი შიმშილის დაწყების შესახებ გავრცელებულ ცნობებზეც ისაუბრა და მათ „უზარმაზარი სიცრუე“ უწოდა. ოფიციალურმა პირმა დააზუსტა, რომ თეირანი ნავთობის გაყიდვასა და შემოსავლების მიღებას შეუფერხებლად განაგრძობს, ქვეყანას კი პირველადი მოხმარების პროდუქტების საკმარისი მარაგი გააჩნია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფააფორმულა
  • ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდარუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

BM.GE

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE