მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორგანიზებული ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ ₾3 მლნ-ის ღირებულების მიწას დაეუფლა - დაკავებულია 5 პირი
ორგანიზებული ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ ₾3 მლნ-ის ღირებულების მიწას დაეუფლა - დაკავებულია 5 პირი

ორგანიზებული ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ ₾3 მლნ-ის ღირებულების მიწას დაეუფლა - დაკავებულია 5 პირი

BM.GE10 ივნისი, 2026, 21:19|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ბრალდებულებმა შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი და შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანი იყო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.

"ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა.

ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ნოტარიუსის და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დარეგისტრირდა.

უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ წარუდგინეს ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო.

თუმცა, გამოძიების შეტყობინების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს", - აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • ეკლესიის, ისტორიული გმირების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდებაფორმულა
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნაიმედი
ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE