
ორი პირიდან ერთი, ვისაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება, დავით ფერაძეა - სუს
სუსი ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზაში ქონების მითვისების საქმეზე ორი პირიდან ერთი, ვისაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება სტრუქტურის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძეა.
საქმე ის არის, რომ დღეს გახდა ცნობილი სუსის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორისაა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, რომელიც კომპანიას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა. რკინიგზაში დანიშვნამდე ის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა და ფონდის მიერ შექმნილი „მტკვარი ჰესის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა. ფერაძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა 2025 წლის მაისში დატოვა, მის ნაცვლად კი კომპანიის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დავით ფერაძესა და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ, რის შემდეგაც ძებნა უნდა გამოცხადდეს.
აღსანიშნავია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, bm.ge-მ ვერ მიიღო ინფორმაცია, ვინ არის მეორე პირი, რომელიც 8 ადამიანს შორისაა და ამ დრომდე არ არის დაკავებული.
სუსმა რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
BM.GE
წყარო: bm.ge