მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ორიენტირი ლისი“ — ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
„ორიენტირი ლისი“ — ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში

„ორიენტირი ლისი“ — ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში

BM.GE1 ივნისი, 2026, 08:40|bm.ge

ლისის ტბიდან მხოლოდ 300 მეტრში ახალი, ბუტიკური ტიპის კერძო დასახლება — „ორიენტირი ლისი“ ვითარდება.

პროექტი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა და ცენტრალური, ლეო კვაჭაძის ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, ლისის ეკოსისტემაში მდებარეობს.

ბოლო წლებში ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად განვითარებად ლოკაციად ჩამოყალიბდა — სივრცედ, სადაც რამდენიმე პრესტიჟული კერძო უბანი და საერთაშორისო სტანდარტების კერძო სკოლაა განთავსებული. მწვანე გარემო, ეკოლოგიურად სუფთა სივრცე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სიახლოვე ლისის ტბასთან ცხოვრების მიმართ ინტერესსა და მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის, როგორც ქართველი, ისე ექსპატი ოჯახების მხრიდან.

„ორიენტირი ლისი“ მხოლოდ 24 ოჯახზე გათვლილი კერძო უბანია, სადაც მიწის ნაკვეთების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. პროექტი მობინადრეებს სთავაზობს სრულად გამართულ კომუნიკაციებსა და კეთილმოწყობილ გარემოს. ჩაბარების პირობები მოიცავს: შემოღობილ მიწის ნაკვეთს ჭიშკრით, ასევე ნაკვეთამდე მიყვანილ ყველა აუცილებელ კომუნიკაციას — განათებულ ქუჩებს, გაზს, ელექტროენერგიას, წყალს, კანალიზაციას, ინტერნეტს, სანიაღვრე სისტემას, ასფალტიან გზასა და საფეხმავლო ბილიკს.

პროექტში უკვე დასრულებულია წყალარინების, სანიაღვრე სისტემის, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზის, ინტერნეტისა და გარე განათების სისტემების მონტაჟი, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების სრულად დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

„ორიენტირი ლისის“ პროექტში მიწის ნაკვეთების შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე არარეზიდენტებს. ნაკვეთების მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-ია. შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა განვადებით ან თიბისი ბანკის იპოთეკური სესხის გამოყენებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სახლის მშენებლობის ხარჯებს.

პროექტს ახორციელებს GRG Development — კომპანია, რომელიც GRGROUP-ის მიერ არის დაფუძნებული. GRGROUP 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასფალტბეტონის საწარმოებსა და სპეციალიზებულ ტექნიკას, რაც პროექტის ხარისხისა და სანდოობის დამატებითი გარანტიაა.

GRG Development-სა და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) შორის გაფორმებული ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ოქტომბრიდან პროექტის გაყიდვებსა და კომერციულ მიმართულებას სწორედ GREA ხელმძღვანელობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის შეუჩერებენ დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას?

ვის შეუჩერებენ დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაციას?

BM.GE

მიკრობანკი "ემბისის" უნიკალური ანაბარი - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მხრიდან სრული დაზღვევა ლიმიტის ფარგლებში

მიკრობანკი "ემბისის" უნიკალური ანაბარი - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მხრიდან სრული დაზღვევა ლიმიტის ფარგლებში

BM.GE

რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში ივნისიდან? - ცვლილებების ჩამონათვალი

რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში ივნისიდან? - ცვლილებების ჩამონათვალი

BM.GE

Rotana-ს პირველი სამთო-სათხილამურო სასტუმრო გუდაურში გაიხსნება - მაკრამ ელ ზირი პროექტის დეტალებზე

Rotana-ს პირველი სამთო-სათხილამურო სასტუმრო გუდაურში გაიხსნება - მაკრამ ელ ზირი პროექტის დეტალებზე

BM.GE