მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 629 ათას ლარამდეა
ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 629 ათას ლარამდეა

ორხევის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 629 ათას ლარამდეა

BM.GE11 ივლისი, 2026, 15:56|bm.ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ორხევის დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობა ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული სივრცე. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების ჩატარება, რადგან ადგილზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ძველი, ავარიული ავზები იყო, რომელიც არ ფუნქციონირებდა და საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. აღნიშნული ავზების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, ასევე მოეწყო სავარჯიშო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორია სრულად გამწვანდება. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა დაათვალიერეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

BM.GE