მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას
TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას

TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას

ფორმულა|formulanews.ge

სანდო წყაროს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ.

დღეს სანდო წყარომ ელენე ხოშტარიას კადრები გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის რუსთავის ქალთა ციხიდან `თოდუას კლინიკაში, გეგმურ გამოკვლევებზე გადაიყვანეს. კადრების მიხედვით, ელენე ხოშტარია ეტლით გადაადგილდება.

TI-ის თანახმად, ელენე ხოშტარიასმდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვუს იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.

მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავრებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.

ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.

გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხიმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს!

თავისუფლება ელენე ხოშტარიას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • “ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზეBM.GE
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს

ფორმულა

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

ფორმულა

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

ფორმულა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა