მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარიზის სააპელაციო სასამართლომ Airbus-ი და Air France-ი დამნაშავედ ცნო
პარიზის სააპელაციო სასამართლომ Airbus-ი და Air France-ი დამნაშავედ ცნო

პარიზის სააპელაციო სასამართლომ Airbus-ი და Air France-ი დამნაშავედ ცნო

BM.GE23 მაისი, 2026, 03:00|bm.ge

პარიზის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის ავიაკატასტროფის საქმეზე კომპანიები Airbus-ი და Air France-ი გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო.

არსებული ინფორმაციით, სასამართლომ ევროპული ავიაგიგანტი და ფრანგული ავიაკომპანია მომხდარზე სრულად და ერთპიროვნულად პასუხისმგებელ მხარეებად გამოაცხადა.

ამასთან, სასამართლომ თითოეულ კომპანიას მაქსიმალური ფინანსური ჯარიმა, €225 000 ($260 971) დააკისრა. მართალია, დასახელებული ფინანსური სანქცია სიმბოლურია, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ის ორივე კომპანიის რეპუტაციას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ დასახელებულმა მხარეებმა სასამართლოს განაჩენის უზენაესში გასაჩივრების სურვილი უკვე გამოთქვეს.

რაც შეეხება უშუალოდ ავიაკატასტროფას და მის დეტალებს, 2009 წლის 1 ივნისს Air France-ის რეისის კუთვნილი Airbus 330 ტიპის თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. მომხდარი ტრაგედიის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა, 228 მგზავრი დაიღუპა. გამოძიების დასკვნით, ეკიპაჟმა სიჩქარის საზომი ხელსაწყოების ხარვეზები უყურადღებოდ დატოვა. კერძოდ, როცა ყინულის კრისტალებმა თვითმფრინავის სიჩქარის მიმღები მილები დაახშო, მათ ეს არ გაითვალისწინეს და ფრენა ჩვეულებრივ განაგრძეს. ამ მოვლენამ ავტოპილოტის გამორთვა და ლაინერის კრიტიკული დამუხრუჭება, საბოლოოდ კი უკონტროლო ჩამოვარდნა გამოიწვია.

საბოლოო ანგარიშის მიხედვით, კატასტროფა მცირე მექანიკური ხარვეზების, პილოტების არასათანადო მომზადებისა და მათ შორის კავშირის ნაკლებობის ერთობლიობამ განაპირობა.

ცნობისთვის, საფრანგეთში სასამართლო დავა 2022 წელს დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE