მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

BM.GE25 მაისი, 2026, 20:30|bm.ge

ქართული ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - ამის შესახებ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რომ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც ქართული ლუდის ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიმართულებით იმუშავებს. კომიტეტი, პროცესის ინიციატორი იქნება, ხოლო ჯგუფის მეშვეობით შემდგომში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მომზადდება.

"საქართველო უკვე ფლობს არაერთ საერთაშორისო აღიარებულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სულ ბოლოს იყო ხორბალთან დაკავშირებული აღიარება. მანამდე ქვევრის ღვინო გვაქვს და კიდევ სხვა ჩვენი საამაყო ღირებულებებია აღიარებული. და ახლა ვმუშაობთ ქართულ ლუდზე, ლუდის ტრადიციებზე, მთის ლუდზე. ბოლო კვლევებმა, როგორც ხორბლის, ისე ქერის მიმართულებით, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ამასთან, დღემდე შემორჩენილია მთის ლუდის ხარშვის უნიკალური ტრადიციებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას, დაცვასა და განვითარებას საჭიროებს“, - განაცხადა სამხარაულმა.

მისივე ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა უკვე გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასთან თანამშრომლობით. როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა რეგიონთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე მოძიებულია და პროცესი აღსრულების ეტაპზე გადადის.

გელა სამხარაულის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის პირველადი მონახაზი უკვე არსებობს და მასში ის პირები არიან ჩართულნი, რომლებმაც თემაზე კვლევები და შესაბამისი მასალები მოამზადეს. სამუშაო ჯგუფის ოფიციალურად დამტკიცება 29 მაისს დაგეგმილ კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვასიმედი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE