მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პატარძეულში 25-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური შენდება
პატარძეულში 25-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური შენდება

პატარძეულში 25-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური შენდება

BM.GE2 ივნისი, 2026, 09:40|bm.ge

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მიმდებარედ მზის ახალი ელექტროსადგურის "მზის ველის" მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვიდან ირკვევა. ახალი სადგურის სიმძლავრე 25 მეგავატი იქნება და ის ქვეყნის ერთიან ელექტროსისტემას დაუკავშირდება 110 კილოვოლტის სიმძლავრის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მეშვეობით, რომლის სამშენებლო ნებართვის მოპოვებაზეც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, კერძოდ კი შპს "მზის ველის" 10%-ის მფლობელია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ხოლო სადგურის განთავსება იგეგმება ამავე ფონდის საკუთრებაში არსებულ 8.4 ჰექტარის მიწის ფართობზე. ხოლო კომპანიის 90%-ის მფლობელია შპს "ველი", რომელიც ბიზნესმენ ლაშა იორდანიშვილის მიერ არის დაფუძნებული.

გზშ დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე სულ 1974 ცალი სპეციალური მაგიდის მოწყობაა დაგეგმილი, რომლებზეც მზის პანელები დამონტაჟდება.

მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მისაღებად და ერთიან ელექტროსისტემაში ჩასართავად, საპროექტო ქვესადგურში დამონტაჟდება ორი კომპლექტი 16 მგვტ სიმძლავრის ტრანსფორმატორი. სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული ოთხი შედარებით მცირე სატრანსფორმატორო სადგურიდან წამოსული 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზები (საერთო სიგრძით 2222.43 მეტრი) ცენტრალურ საპროექტო ქვესადგურს დაუკავშირდება. აქედან კი ელექტროენერგიის სისტემაში გადაცემას უზრუნველყოფს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ობიექტს დაახლოებით 800 მეტრში არსებულ 110 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზ „უდაბნოსთან“ მიაერთებს.

მზის ელექტროსადგურის სქემა:

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო წყალქვეშა კაბელის პარალელურად „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობას განიხილავს - მინისტრის მოადგილე

საქართველო წყალქვეშა კაბელის პარალელურად „მწვანე წყალბადის“ მილსადენის მშენებლობას განიხილავს - მინისტრის მოადგილე

BM.GE

ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით| Galt & Taggart

ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით| Galt & Taggart

BM.GE

2020-2025 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა|სემეკი მიზეზებს განმარტავს

2020-2025 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა|სემეკი მიზეზებს განმარტავს

BM.GE

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

BM.GE