მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს
პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

BM.GE10 მაისი, 2026, 20:47|bm.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყების ცნობით, შეზღუდვები ძალაში იქნება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მიმართულებებზე:

• ბუხაიძის ქუჩა: მოძრაობა აიკრძალება სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით. ბუხაიძის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება — აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას მხოლოდ ქვეითები შეძლებენ; • ახვლედიანის მოედანი და აღმართი: საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება; • ნიაბის ქუჩა: მოძრაობა შეიზღუდება გუმბრის ქუჩის მიმართულებით; • მეტრო „ავლაბარი“: მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

შსს-ს განმარტებით, ავტომანქანებისთვის საპარკინგე სივრცეები გამოიყოფა ახვლედიანის მოედანსა და ხეთაგუროვის ქუჩაზე.

პარკინგიდან სამების ტაძრამდე მისასვლელად მოქალაქეებს ორი გზა ექნებათ:

• სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით; • ფეხით, ახვლედიანის ქუჩის გავლით.

გარდა ამისა, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ტაძრისკენ ფეხით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გონაშვილის ქუჩის საშუალებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE