მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პენიტენციურ კოდექსში ცვლილებები შედის - კანონპროექტი
პენიტენციურ კოდექსში ცვლილებები შედის - კანონპროექტი

პენიტენციურ კოდექსში ცვლილებები შედის - კანონპროექტი

BM.GE25 მაისი, 2026, 14:10|bm.ge

იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტში „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც იზრდება იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები.

კანონპროექტი ცვლის ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გარკვეულ უფლებრივ საკითხებსაც. მათ შორის, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა გამოცდების ჩაბარების მიზნით დროებით დატოვონ პენიტენციური დაწესებულება. ცვლილება ეხება ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და ექსტერნატის გამოცდებს.

პროექტით ასევე ზუსტდება პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესი. ბრალდებულს დაწესებულების დატოვება შეეძლება ახლო ნათესავის გარდაცვალების, მძიმე ავადმყოფობის, სხვა განსაკუთრებული გარემოების ან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით.

ცვლილებები ეხება თანამშრომელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასაც. პროექტის მიხედვით, მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაც, თუ ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იწვევს. ასევე იკრძალება სამსახურში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. მათ შორის, გენერალურ დირექტორს ექნება უფლება განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანოს მოსამსახურეები და სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ თანამშრომლებს სამსახურის ვადა 5 წლამდე გაუგრძელოს.

ცვლილებების ნაწილი ტერმინოლოგიურ დაზუსტებებს ეხება. მაგალითად, კოდექსში სიტყვა „დამცველი“ ჩანაცვლდება ტერმინით „ადვოკატი“, ხოლო „საბადრაგო ჯგუფი“ — „ესკორტირების ჯგუფით“.

კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა პროცედურისთვის განსაზღვრული ვადები მკაფიოდ გაიმიჯნოს სამუშაო და კალენდარულ დღეებად. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს პრაქტიკაში არსებული ერთგვაროვანი მიდგომების სამართლებრივ დაზუსტებას ემსახურება.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღება დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს და არც სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს შექმნის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

BM.GE

მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

BM.GE

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

BM.GE

კრიპტო მარტივად – ჰეშბანკის ფინანსურ ეკოსისტემაში

კრიპტო მარტივად – ჰეშბანკის ფინანსურ ეკოსისტემაში

BM.GE