მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პენსიის მატება და დეკრეტული ანაზღაურების ₾3 000-მდე ზრდა - ჯანდაცვის კომიტეტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს
პენსიის მატება და დეკრეტული ანაზღაურების ₾3 000-მდე ზრდა - ჯანდაცვის კომიტეტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს

პენსიის მატება და დეკრეტული ანაზღაურების ₾3 000-მდე ზრდა - ჯანდაცვის კომიტეტი 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 18:14|bm.ge

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების ასახვას ითხოვს. მოთხოვნებს შორის დეკრეტული შვებულების ერთჯერადი დახმარების 3 000 ლარამდე გაზრდა და 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის დამატებითი მატებაა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ 7 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, თითქმის 2.5-საათიანი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით დაუჭირეს.

როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპისა და გლობალური ინფლაციური პროცესების ფონზე, სახელმწიფოს აქვს რესურსი, სოციალური პაკეტები კიდევ უფრო გააუმჯობესოს:

"ვითხოვეთ, რომ 60-დან 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის საპენსიო თანხის კიდევ დამატებითი გაიზარდოს. ამასთან, კომიტეტმა მოვითხოვეთ დეკრეტული შვებულების გაზრდა - საუბარია ერთჯერადი ანაზღაურების 3 000 ლარამდე გაზრდაზე. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი წინადადება", - განაცხადა ლომინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ინიციატივების საფუძველს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა - საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა 7%-ს აღემატება, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 120 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი თითქმის 12 000 დოლარს შეადგენს.

დეკრეტისა და პენსიის ზრდის გარდა, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის საერთო დანახარჯების ზრდაზე. ლომინაძის თქმით, მიზანშეწონილია, საყოველთაო ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ასცდეს, დღეს არსებული 1,9%-ის ნაცვლად.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტით 40 მილიონი ლარით იზრდება იშვიათი დაავადებების მართვის დაფინანსება. ზრდის ძირითადი ნაწილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატზე" მოდის, რომლითაც სახელმწიფო დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას უფასოდ უუზრუნველყოფს.

ცნობისთვის, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 32 მილიარდ ლარს აღემატება, საიდანაც 10,5 მილიარდი ლარი უშუალოდ ჯანდაცვაზე, სოციალურ პროგრამებზე, დევნილთა და მიგრანტთა მხარდაჭერაზეა მიმართული.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტი განხილვას სასესიო ფორმატში გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვსნეტგაზეთი
  • თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვსფორმულა
  • ანი მიროტაძე შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვსტვ პირველი
  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

BM.GE

"გარემოს დაცვაზე ბიუჯეტის მხოლოდ 21% მოდის" - რატომ ვერ ითვისებს სამინისტრო თანხებს და რა პასუხი აქვს უწყებას?

"გარემოს დაცვაზე ბიუჯეტის მხოლოდ 21% მოდის" - რატომ ვერ ითვისებს სამინისტრო თანხებს და რა პასუხი აქვს უწყებას?

BM.GE

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა?

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა?

BM.GE

ელექტროენერგიის წყვეტის სიხშირის გაუარესებისთვის სემეკმა „ენერგო პრო" დააჯარიმა

ელექტროენერგიის წყვეტის სიხშირის გაუარესებისთვის სემეკმა „ენერგო პრო" დააჯარიმა

BM.GE