მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს
PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 04:10|bm.ge

სასმელებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი გიგანტი PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 1,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი ოპერაციული პროცესების გამარტივებას და რეგიონულ გუნდებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას ემსახურება. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში განხორციელდება.

CNBC-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, კომპანია გეგმავს, უფრო სწრაფი, ერთიანი და ქმედითუნარიანი გახდეს, პარალელურად კი ბრენდებსა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება განაგრძოს. ეს კი, როგორც ხელმძღვანელობის მიერ დაწერილ ტექსტშია აღნიშნული, შემცირებების გარეშე შეუძლებელი იქნება.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ 2026 წლის მოგების პროგნოზი საშინაო ბაზარზე შექმნილი სირთულეების გამო ჯერ კიდევ ოქტომბერში შეამცირა. მესამე კვარტალის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში სასმელების გაყიდვების მოცულობა 2%-ით შემცირდა, საკვები პროდუქტების მიმართულებით კი მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

PepsiCo-ს ფინანსურმა დირექტორმა, სტივ შმიტმა აღნიშნა, რომ ფასების კლებასა და მარკეტინგულ კამპანიებში თანხების დაბანდების მიუხედავად, ბიზნესის გაჯანსაღების პროცესი მოსალოდნელზე მეტ ხანს გრძელდება.

ცნობისთვის, PepsiCo გლობალურად დაახლოებით 306,000 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც დაახლოებით 125,000 სამუშაო ადგილი შეერთებულ შტატებზე მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძვირი ლოგისტიკა, როგორც ბარიერი - რატომ უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირში ექსპორტი?

ძვირი ლოგისტიკა, როგორც ბარიერი - რატომ უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირში ექსპორტი?

BM.GE

რამდენი ვალუტაა მსოფლიოში და რომელზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? – რეიტინგი

რამდენი ვალუტაა მსოფლიოში და რომელზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? – რეიტინგი

BM.GE

"ავტომობილების რეექსპორტი ფაქტობრივად გაჩერდა... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია დაკარგა" - ირაკლი კუხიანიძე

"ავტომობილების რეექსპორტი ფაქტობრივად გაჩერდა... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია დაკარგა" - ირაკლი კუხიანიძე

BM.GE

Lucid-მა უოლ-სტრიტის მოლოდინი ვერ გაამართლა - როგორი შედეგები გამოაქვეყნა კომპანიამ?

Lucid-მა უოლ-სტრიტის მოლოდინი ვერ გაამართლა - როგორი შედეგები გამოაქვეყნა კომპანიამ?

BM.GE