მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამდენი ვალუტაა მსოფლიოში და რომელზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? – რეიტინგი
რამდენი ვალუტაა მსოფლიოში და რომელზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? – რეიტინგი

რამდენი ვალუტაა მსოფლიოში და რომელზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა? – რეიტინგი

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 04:00|bm.ge

მსოფლიოში ოფიციალურად მიმოქცევაში 180 ვალუტაა, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია ოფიციალურად აღიარებს. თუმცა, მათგან სრულად კონვერტირებადი, ანუ თავისუფლად გადაცვლადი მხოლოდ 17 ვალუტაა.

ეს ვალუტები საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ფინანსურ ტრანზაქციებში ყოველგვარი სახელმწიფო შეზღუდვების გარეშე გამოიყენებიან, მათი სია კი ასე გამოიყურება:

• აშშ დოლარი (USD)• ევრო (EUR)• იაპონური იენი (JPY)• ბრიტანული გირვანქა სტერლინგი (GBP)• ავსტრალიური დოლარი (AUD)• კანადური დოლარი (CAD)• შვეიცარიული ფრანკი (CHF)• ჩინური იუანი (CNY)• ჰონგ-კონგის დოლარი (HKD)• ახალზელანდიური დოლარი (NZD)• შვედური კრონა (SEK)• სამხრეთკორეული ვონი (KRW)• სინგაპურის დოლარი (SGD)• ნორვეგიული კრონა (NOK)• მექსიკური პესო (MXN)• ინდური რუპია (INR)• ისრაელის ახალი შეკელი (ILS)

დანარჩენი ვალუტების უმრავლესობა არის ნაწილობრივ კონვერტირებადი ან არაკონვერტირებადი, რაც ნიშნავს, რომ მათ გატანაზე ან სხვა ვალუტაში გადაცვლაზე ადგილობრივი მთავრობების მხრიდან გარკვეული ლიმიტები და რეგულაციებია დაწესებული. ამასთან, ზოგიერთი მათგანის ბაზრის წილი და ლიკვიდურობა იმდენად დაბალია, რომ დიდი მოცულობის ტრანზაქციებისთვის მათი გამოყენება შეუძლებელია, რადგან ეს ვალუტის არასტაბილურობას და მკვეთრ მერყეობას გამოიწვევს – სწორედ ასეთია საქართველოს ეროვნული ვალუტა. მაგალითად, ლარის გამოყენებით $500 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება სავალუტო ბაზარზე ყველა მოთხოვნადი ვალუტების სიას, ამ მიმართულებით ვალუტების პოპულარობა და მოთხოვნადობა განისაზღვრება მათი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობით. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, Forex ბაზრის დღიური ბრუნვა $10 ტრილიონს აღწევს, ამ მიმართულებით დომინანტი ვალუტების სია კი გლობალური ბაზრის წილის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. აშშ დოლარი - 89.2%2. ევრო - 28.9%3. იაპონური იენი - 16.8%4. ბრიტანული სტერლინგი - 10.2%5. ჩინური იუანი - 8.5%6. შვეიცარიული ფრანკი - 6.4%7. ავსტრალიური დოლარი - 6.1%8. კანადური დოლარი - 5.8% 9. ჰონგ-კონგური დოლარი - 3.8% 10. სინგაპურული დოლარი - 2.4%

ამ რეიტინგში წარმოდგენილი ვალუტები გამოირჩევიან მაღალი ლიკვიდურობით, რაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დიდი მოცულობების მომენტალურად ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, მაღალი მოთხოვნის გამო, ბანკებისა და ბროკერების მიერ დაწესებული სხვაობა ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის მინიმალურია, ხოლო წამყვანი ცენტრალური ბანკების გამჭვირვალე მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებადობას მნიშვნელოვნად აადვილებს.

აქვე გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკის ზომაც, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მცირე ზომის ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს დიდი ტრანზაქციების სტაბილურად გატარებას. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ეკონომიკის ზომა და ვალუტის წილი გლობალურ ბაზარზე, მით უფრო მიმზიდველია ის ინვესტორების, ტრეიდერებისა და კომპანიებისათვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში 1,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

BM.GE

ძვირი ლოგისტიკა, როგორც ბარიერი - რატომ უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირში ექსპორტი?

ძვირი ლოგისტიკა, როგორც ბარიერი - რატომ უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირში ექსპორტი?

BM.GE

"ავტომობილების რეექსპორტი ფაქტობრივად გაჩერდა... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია დაკარგა" - ირაკლი კუხიანიძე

"ავტომობილების რეექსპორტი ფაქტობრივად გაჩერდა... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია დაკარგა" - ირაკლი კუხიანიძე

BM.GE

Lucid-მა უოლ-სტრიტის მოლოდინი ვერ გაამართლა - როგორი შედეგები გამოაქვეყნა კომპანიამ?

Lucid-მა უოლ-სტრიტის მოლოდინი ვერ გაამართლა - როგორი შედეგები გამოაქვეყნა კომპანიამ?

BM.GE