მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Perplexity AI საფონდო ბირჟაზე დებიუტს 2028 წლისთვის გეგმავს
Perplexity AI საფონდო ბირჟაზე დებიუტს 2028 წლისთვის გეგმავს

Perplexity AI საფონდო ბირჟაზე დებიუტს 2028 წლისთვის გეგმავს

BM.GE10 ივნისი, 2026, 04:15|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე სტარტაპი Perplexity საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების განხორციელებას 2028 წლისთვის გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, არავინდ სრინივასის განცხადებით, მიუხედავად ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და OpenAI-Anthropic-ის IPO-ებისა, მათ მიერ მანამდე განსაზღვრული სტრატეგიული ვადები უცვლელი რჩება და სტარტაპი ბირჟაზე თავისი განრიგით გავა.

არავინდ სრინივასის შეფასებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი SpaceX-ის IPO იქნება მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება საჯარო ბაზარზე სხვა გიგანტების გასვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ Perplexity-ის პროდუქტი სხვადასხვა კომპანიების მოდელებს ეფუძნება და მისი ალგორითმი კონკრეტული დავალების შესასრულებლად საუკეთესო და ფინანსურად ხელსაყრელ ვარიანტს დამოუკიდებლად ირჩევს. ამ მიდგომით Perplexity კონკურენტებისგან გამოირჩევა, თუმცა ის გაცილებით ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე Gemini, ChatGPT ან Claude.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE