მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Petrobras-ის კვარტალური მოგება 7.2%-ით შემცირდა და $6.2 მილიარდი შეადგინა
Petrobras-ის კვარტალური მოგება 7.2%-ით შემცირდა და $6.2 მილიარდი შეადგინა

Petrobras-ის კვარტალური მოგება 7.2%-ით შემცირდა და $6.2 მილიარდი შეადგინა

BM.GE13 მაისი, 2026, 02:42|bm.ge

ბრაზილიის სახელმიწო ენერგეტიკული გიგანტის, Petrobras-ის შემოსავალი 2026 წლის პირველ კვარტალში 11.7%-ით გაიზარდა და $23.5 მილიარდი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის სუფთა მოგება წლიურ ჭრილში 7.2%-ით შემცირდა და $6.2 მილიარდი შეადგინა.

ამასთან, კორექტირებულმა EBITDA-მ $11.3 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუ გასული წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $21.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ამჯერად საოპერაციო მოგებამ $7.3 მილიარდი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოპოვებისა და წარმოების სეგმენტზე მოვიდა და $16 მილიარდი შეადგინა. გადასამუშავებელი, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის მიმართულებით რეალიზაციამ $22.3 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება გაზისა და დაბალნახშირბადიანი ენერგიის სექტორებს, ამ მხრივ 18.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა და შემოსავლის მაჩვენებელმა $2.2 მილიარდი შეადგინა.

პარალელურად, Petrobras-მა ნავთობისა და გაზის მოპოვება წინა კვარტალთან შედარებით 3.7%-ით გაზარდა. კომპანიის ფინანსური დირექტორის, ფერნანდო მელგარეჟოს განმარტებით, მყარი ფინანსური შედეგები აქტივების ეფექტური მართვიტა და მოპოვების რეკორდული მაჩვენებლებით არის განპირობებული. მისივე თქმით, განხორციელებული ინვესტიციები წარმოების ზრდაზე დადებითად აისახება.

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ საერთაშორისო პორტფელიც გააფართოვა და ნამიბიის სანაპიროზე მდებარე 2613-ე ბლოკის 42.5%-იანი წილი შეიძინა. ამასთან, ის სან-ტომე და პრინსიპის ტერიტორიაზე მე-3 ბლოკის ოპერატორი გახდა. პარალელურად, მან ბრაზილიაში "ტარტარუგა ვერდესა" და "ესპადარტეს" საბადოებში წილებიც მოიპოვა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Petrobras-ი პროგნოზირებს, რომ ნავთობზე ფასების მატება მეორე კვარტალის საექსპორტო მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ამასთან, კომპანია Búzios 8-ის პროექტის ფარგლებში P-79 ტიპის მცურავ პლატფორმას აამოქმედებს. აღნიშნული ობიექტის სიმძლავრე საწყის ეტაპზე დღეში 180,000 ბარელი იქნება. სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ კი მას ბრაზილიის ბუნებრივი აირით მომარაგების დღიურად 3 მილიონი კუბური მეტრით გაზრდა შეეძლება.

შეგახსენებთ, Petrobras-ი ბრაზილიის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE