მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცნობილია, რა ფასად მოუწევთ მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა - დადგენილება
ცნობილია, რა ფასად მოუწევთ მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა - დადგენილება

ცნობილია, რა ფასად მოუწევთ მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა - დადგენილება

BM.GE25 ივლისი, 2026, 23:37|bm.ge

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა.

დოკუმენტის დანართის თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:

• სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი; • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი; • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი; • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი; • სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.

შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 95 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი – პიჯაკი, შარვალი და კაბა – ასევე 95 ლარი.

ბრძანებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

შეგახსენებთ, 45.66 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების მიხედვით, განათლების სამინისტროსთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co. კერავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE